მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტებს ჯეპრა 8 მარტს წარადგენს
საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით სამი გამოჩენილი ქართველი ქალის, მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერ შრიფტებს ქმნის.
შრიფტების შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, ყველა მსურველსსაშუალება ჰქონდა, გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა და თავად შეერჩია ის ქალები, რომელთა ხელნაწერი შრიფტის შექმნასაც ისურვებდნენ.
„20 გამოჩენილი ქართველი ქალიდან, რომლებიც საზოგადოებას წარვუდგინეთ, ყველაზე მეტი ხმა მარო მაყაშვილმა, ანა კალანდაძემ და ელენე ახვლედიანმა დააგროვეს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გამოვყოფდი მარო მაყაშვილს- 19 წლის სტუდენტს,რომელიც 1921 წელს, რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა და საქართველოს დემოკრატიული პირველი რესპუბლიკის ოკუპანტთან წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. მისი ხელნაწერის გაციფრულებას ვუძღვნითუკრაინელ ქალებს, მათ თავდადებას და გმირობას,“– განაცხადა ჯეპრას პროექტის მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
ხელნაწერი შრიფტების შექმნაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა:
„სამივე შრიფტი ძალიან განსხვავებული გამოვიდა საზოგადო მოღვაწეთა აქამდე შექმნილი შრიფტებისაგან. ყველა მათგანში მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერა ჩანს. ანა კალანდაძის ხელნაწერი მსუბუქი, ნაზი და მოქნილი ხაზებით გამოირჩევა. ელენე ახვლედიანის კალიგრაფია გაკრული, მაგრამ ძალიან მწყობრი და დახვეწილია. მარო მაყაშვილის ხელწერა კი ძალიან ბავშვური და გულწრფელია: შეიძლება ბევრს ჩვენივე სკოლის პერიოდის კალიგრაფია გაგვახსენოს,“- ამბობს კალიგრაფი დავით მაისურაძე.
მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერების მოწოდებისთვის, ჯეპრა მადლობას საქართველოს ეროვნულ არქივს, ლიტერატურის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეს.
„შრიფტების გალერეა“ – ჯეპრას პროექტია, რომლის ფარგლებშიც კომპანია 2019 წლიდან გამოჩენილი ადამიანების ხელნაწერების მიხედვით შრიფტებსქმნის.ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელნაწერები, ცოტა ხნის წინ კი უძველესი ქართული ძეგლების საფუძველზე, ანბანის სამი სახეობის შრიფტი – ანბანდიდი, გრაგნილი და მედეა – შეიქმნა.
ხელნაწერი შრიფტების გალერეის ხილვა და შრიფტების გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://gepra.ge/fonts/.