ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
როგორც ყაზახურ-ქართულ ეკონომოკურ გაერთიანებაში აცხადებენ, მემორანდუმი ფერმერული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობასდა აგრო ტურიზმის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ დარგობრივი პერსპექტივების გაფართოებაზე და ხელსშეუწყობენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს დარგის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარებას.
ამასთან, ფერმერულ საქმიანობასთან და აგროტურიზმთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი მიზნობრივი ღონისძიებებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.
“მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ვიმუშავებთ ფერმერული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობასა და ფერმერების საჭიროებების შესწავლაზე, ასევე მოხდება ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება, და იგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, შეხვედრები და მოხდება საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ასევე, საყურადღებოა აგროტურიზმიც, რომელიც საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების პოტენციალის მქონე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გაერთიანება, თავის მხრივ, მაქსიმალურად ხელსშეუწყობს საქართველოს აგროტურიზმის პოპულარიზაციას ყაზახეთში, შესაბამისად, ყაზახეთის მხარესთან ვიმუშავებთ ამ სფეროს შესაძლებლობების შესწავლასა და ურთიერთ სარგებლიანი პროექტების განხორციელებაზე,“ – აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი ნატა ფედოსეევა.
„მემორანდუმის ფარგლებ შიმოხდება აგრარულ სფეროში ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის განვითარებისა დაკავშირების გაღრმავების მიზნით შეხვედრების ორგანიზება, როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და აგროტურიზმის პოპულარიზაციის, ისე ფერმერული საქმიანობის განვითარებისთვის“,- განმარტავენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.