ყაზახეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი დიდი მოთამაშეადა შესაძლოა, “შემსუბუქების როლი” იკისროს
„მივმართავდი ჩვენს მწარმოებლებს, რომ შეხედონ ცენტრალურ აზიას, როგორც 100 მილიონიან ბაზარს და მეტად გაეცნონ მის საჭიროებას“, – საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმა ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმზიდველობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების ათვისება არის კარგი შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლებისთვის, თუმცა ამისათვის პროდუქციის სათანადო ფორმით და რაოდენობით მიწოდებაა საჭირო.
„მინერალური წყლები, ღვინო და მსგავსი პროდუქტები, რომელიც უკვე დაფასოებული და მარკეტინგული პროდუქტებია თავის გასაღების არეალს მეტ-ნაკლებად კარგად მოძებიან შუააზიაში. ყაზახეთი თუ არის 18 მილიონიანი ქვეყანა, მას გვერდით ჰყავს უზბეკეთი, რომელიც 40 მილიონიანია. ჯამში, შუააზიის ქვეყნები არის 100 მილიონიანი ბაზარი, სადაც მოთხოვნები არარის დასავლეთის ქვეყნების მსგავსი და თითქმის თანაბარიაიმ მოთხოვნებისა, რაც არის რუსეთსა და უკრაინაში. ეს არის რეკომედაცია“, – ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.
საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსული იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რაც ქართული ექსპორტისთვის არის დამახასიათებელი: დიდი პრობლემაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტში, არარის პროდუქცია დაფასოებული, რომ ადვილად მოხდეს მისი დისტრიბუციაში გაშვება, ანუ კვეკარგად დაფასოებულის შემთხვევაში არარის საკმარისი რაოდენობა. მისი თქმით, მწარმოებელი რომელიც ფიქრობს მაგალითად ყაზახეთში პროდუქციის გატანასუნდა შეისწავლოს ეს ქვეყენა დამისი საჭიროებები.
თუ რა მდგომარეობაა ყაზახეთში პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, მისივე თქმით, რთულია ახლა შეფასდეს ყაზახეთში არსებული მდგომარეობა, თუმცა არის პოლიტიკური სტაბილურობა და არსებობს მყარი ხელისუფლება, რომელმაც რეფორმების დაწყების აუცილებლობაზეგანაცხადადა საზოგადოება, მათ შორის ბიზნესია მეტაპ ზედაკვირვების პროცესშია, რადგან ქმედებები დროს მოითხოვს.
“სასწრაფო ნაბიჯები ჯერ არარის გადადგმული, თუმცა შეიძლება ეს სწორიც არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყაზახეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა და მსოფლიო მაშტაბით მე-9 ქვეყანაა ზომით, რომელსაც ესაზღვრება ჩინეთი, რუსეთი და რათქმაუნდა, ისინი ფრთხილობენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ასევე, არიან რუსეთთან კავშირში, მაგრამ ყაზახეთ ითავის პოზიციას მაინც აფიქსირებს ყველა მიმართულებით. ბანკებთან და მსხვილ კომპანიებთან მიმართებაში ინვესტიციების გადინება არ შეინიშნება, თუმცა ქვეყნიდან ფულის გატანასთან დაკავშირებით გარკვეული მონიტორინგი არსებობს, მაგრამ ლოკალურ ან საერთაშორისო ინვესტიციებს საფრთხე არ შექმნია, ამის ფაქტები არ არსებობს,” – ამბობს ჯახუტაშვილი.
ყაზახეთის როლი, უკრაინა-რუსეთის ომის დროს ხორბალთან მიმართებაში უფრო გამოიკვეთა. ამასთან, ფაქტობრივად გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა მიმდინარე წელს ხორბალს ექსპორტზე ვერ გაიტანს უკვე მიღებულია, ასევე რუსეთი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით.ამის ფონზე, რა პოზიცია ან შესაძლებლობები აქვს ყაზახეთს და შეიძლებს თუ არა ის მსოფლიო ბაზრისთვის სტაბილიზატორის როლი შეასრულოს, გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს, რომ ყაზახეთის საექსპორტო მოცულობა გაცილებით დაბალია რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში. ასე რომ, ის ვერ იქნება მსოფლიოსთვის დამაბალანსებელო მოთამაშე, თუმცა ყაზახეთმა შეიძლება რეგიონში გარკვეული შემსუბუქების როლი იკისროს, თუმცა ესეც დამოკიდებულია ლოგისტიკაზე.
“სამწუხაროდ, ყაზახეთს არაქვს საექსპორტო ინფრასტრუქტურა იმ დონეზე განვითარებული თავის კასპიის პორტებში, რომ მან შეძლოს მთელი ტვირთების გადაზიდვა. 23 მლნ ტონა პროდუქციის დამუშავების შესაძლებლობა აქვს ყაზახეთს, აქტაუს და კურიკის პორტებს, საიდანაც 600 ათასი ტონაა მხოლოდ ხორბლის გადატვირთვა ელევატორების მეშვეობით. თუ ალტერნატიული მექანიზმები დროზე არ გამოიძებნა ანალტერნატიული გამოსავალი არ მოვიფიქრეთ, თუ როგორ მოხდეს ამ ხორბლის გადმოზიდვა ჩვენს რეგიონში, სერიოზული პრობლემა შეიქმნება. ამას სჭირდება სავაგონო პარკი, რომელმაც ყაზახეთი დან ფოთის პორტის მიმართულებით უნდა გადმოიტანოს ტვირთი, მოხდეს დასაწყობება და შემდგომ ვაჭრობა,” – ამბობს ყაზახეთის საპატიოკონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილი.