მეცნიერები ყაზახეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან ჩაატარებენ წყლის დეზინფექციის ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს
ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ქალაქ შიმკენტის მ.აუეზოვის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტის მეცნიერებს, მიანიჭეს საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნიკური ცენტრის გრანტი. ქართული მხარის შემოთავაზებით ისინი ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად ქმნიან ბაქტერიციდული ცეოლიტის ფილტრებს წყლის გაწმენდისა და დეზინფექციისთვის.
ყაზახეთის მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი არის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების დარგში ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნაგიმა ჯაკიპბეკოვა. ის უკვე რამდენიმე წელია ცეოლიტებზე ატარებს კვლევებს.
ჩვენ ვახორციელებდით სამეცნიერო კვლევებს ცეოლიტების, როგორც ნარევებისთვის შემავსებლების გამოყენებაზე. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციებით ჩვენ გვიპოვეს ქართველმა კოლეგებმა და შემოგვთავაზეს თანამშრომლობა ქაღალდის წარმოებაში ცეოლიტების გამოყენებაზე. და ის, რომ უცხოელი კოლეგები კარგად აფასებენ ჩვენს სამუშაოს და გვთავაზობენ თანამშრომლობას, მეტყველებს ეროვნული მეცნიერების პროგრესზე. აღვნიშნავ, რომ ცეოლიტს გააჩნია უნიკალური ბაქტერიციდული თვისებები, ამიტომ ჩვენ, უცხოელ მეცნიერებთან ერთად, დავიწყეთ ამ მინერალისგან ფილტრების შემუშავება წყლის გაწმენდისა და დეზინფექციისათვის. ჩვენს ერთობლივ პროექტს აფინანსებს იაპონია, მათთვის ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ წყლის გასუფთავების საკითხი დღემდე განსაკუთრებით აქტუალურია.
გრანტი სამ წელიწადზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მეცნიერები შეისწავლიან საქართველოს, ყაზახეთისა და სომხეთის საბადოებიდან ცეოლიტების გავლენას წყლის გაწმენდასა და მის დეზინფექციაზე. ამრიგად, სამი ქვეყნის მეცნიერთა ერთობლივი თანამშრომლობა და ძალისხმევა დაეხმარება მაცოცხლებელი ტენის ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხის გადაჭრას. აღვნიშნავთ, რომ მეცნიერები აშშ-დან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, შვედეთიდან, საბერძნეთიდან და ბულგარეთიდან უსასყიდლოდ წარდგებიან როგორც კოლაბორატორები, ანუ კონსულტანტები.
მოსალოდნელია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შემუშავდება ახალი ცეოლიტური ბაქტერიციდული ფილტრების მოპოვების მეთოდები. გარდა ამისა, მინერალის შემდგომი თერმული დამუშავება შესაძლებელს გახდის ლითონის მქონე ცეოლიტების მიღებას, რომლებიც არ გამოყოფენ ლითონებს წყლის გარემოში. მეცნიერები ასევე გეგმავენ მიიღონ ბიოაქტიური უმეტალო მინერალები მაღალი ბაქტერიციდული აქტივობით.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიების ცენტრი არის მთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომელიც საქმიან ურთიერთობას ამყარებს ყაზახეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და საქართველოს მეცნიერებს შორის და მათ კოლეგებთან ევროკავშირიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ნორვეგიიდან და ა.შ.