დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახ კოლეგასთან
2022 წლის 31 მარტს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მუხთარ ტლეუბერდისთან.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გრძელვადიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.
საუბარი შეეხო საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და მისი განვითარების პერსპექტუვებს, განსკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკირ თანამშრომლობაზე, კერძოდ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულების შემდგომ განვითარებაზე.
მინისტრები შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე.