ყაზახეთის საელჩოს თავაზიანობის ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი რიინა კალიურანდი ეწვია
ყაზახეთის საელჩოს თავაზიანობის ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი რიინა კალიურანდი ეწვია.
შეხვედრაზე ყაზახეთის ელჩთან ბაურჟან მუხამეჯანოვთან განხილულ იქნა ურთიერთქმედების ძირითადი მიმართულებები, მოხდა აზრთა გაცვლა ორმხრივი ინტერესის საკითხებზე.მისი ბრწყინვალება რიინა კალიურანდი 2020 წლიდან არის ესტონეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, გამოცდილი დიპლომატი, პოლიტოლოგი, რომელიც სამეცნიერო კვლევებს ეწეოდა ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ჩრდილოეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ.2022 წლის 27 მაისს ყაზახეთი და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს აღნიშნავენ. ამ ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დამყარდა მეგობრული ურთიერთობები და კონსტრუქციული დიალოგი, თანმიმდევრულად ვითარდება კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა.