ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა
6-8 აპრილს, ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა. მისიის მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენდა. დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ისა და 30-მდე ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი იყო. მათ სამი დღის განმავლობაში ყაზახური პროდუქციით დაინტერესებულ ქართულ კომპანიებთან B2B შეხვედრები გამართეს.
„ყაზახმა ბინზესმენებმა უნდა გამოიყენონ ის ბიზნეს გარემო, სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის წარმოების სიმარტივე რომელიც საქართველოშია“ – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში ყახაზეთის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ყაზახ მწარმოებლებს ადგილობრივი ბაზრის ათვისების გარდა, DCFTA-ის ფარგლებში პროდუქტის ევროკავშირში გატანის შესაძლებლობაც მიეცემათ.
მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილი QazTrade-ის გენერალურმა დირექტორმა, აზამატ ასკარულმა გახსნა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი და საქართველოს „ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გოგა დობორჯგინიძე.
„ყაზახმა ბიზნესმენებმა უნდა გამოიყნონ ის ბიზნეს გარემო, ის სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, რაც საქართველოშია. ქართველ ბიზნესმენებს კი, ყაზახეთში ბიზნესის წარმოებასვურჩევ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნების უპირატესობები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნებმა სამთავრობო დონეზე, სავაჭრო საქონლის სპეციფიკაციაზეც იმუშავეს და გამოარკვიეს, თუ რა პროდუქტებია მოთხოვნადი საქართველოსა და ყაზახეთში. დღეს კი, სპეციფიკაციაზე მუშაობა საჯაროდან კერძო სექტორზე ინაცვლებს,“ – განაცხადა საქართველოში ყახაზეთის ელჩმა, ბაურჟან მუხამეჯანოვმა.
ქართულმა და ყაზახურმა კომპანიებმა 11 მლნ დოლარამდე ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს. მხარეებმა შეხვედრაზე ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კორიდორის შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისუბრეს.
„ბიზნეს ფორუმზე ჩვენ ორივე ქვეყნის შესაძლებლობებსა და პოტენციალზე ვისაუბრეთ. ასევე, ფორუმის ფარგლებში, გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა პორტებისა და ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან. ჩვენიმიზანი არამხოლოდ საექსპორტო ბაზრების მოძიებიება, არამედ თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობების იდენტიფიცირება გახლავთ. ჩვენ ვიცით, თუ როგორ გამოვიყენოთ ტრანსკასპიური მარშრუტი ტვირთების გადაზიდვებისთვის. ვიმყოფებოდი ფოთსა და ბათუმში და გამოვიკვლიე არსებული პორტების შესაძლებლობები. ყაზახური პროდუქტების ექსპორტზე გასატანად ჩვენ ახალი მარშრუტები გვჭირდება. შესაბამისად, ჩვენთვის ქართული ბაზარი, ასევე საქართველოს გავლითი ევროპული ბაზრებია საინტერესო. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ სატრანსპორტო შუა დერეფნის შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ. ქართული მხარე მზად არის სარკინიგზო გზით ფოთისა და ბათუმის ტერმინალებამდე ტვრითების გადაზიდვისთვის, თუმცა, მომავალში გვინდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გამოვიყენოთ, რათა საქართველოს გავლით თურქეთსა და შემდეგ უკვე სამხრეთევროპაში გავიდეთ,“ – ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრობს QazTrade-ის გენერალური დირექტორი, აზამატასკარული.
“ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საექსპორტო და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ეს ამოცანა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო, თუმცა დღეს ამის საჭიროება გაასამგებულია. ყაზახურმა მხარემ ძალიან სწრაფად გადაწყვიტა და შემოგვთავაზა ეკონომიკური სავაჭრო მისიის ორგანიზება საქართველოში, რაც გულისხმობს, ყაზახური სერვისა და წარმოებული პროდუქციის მიმწოდებლების გაცნობა ადგილობრივ იმპორტიორებთან და სხვა ქართლ ბიზნესთან. შესაბამისად, საქართველოს 30-მდე ყაზახური კომპანია სტუმრობს.მზაობა და ინტერესი გამოხატ 100-ზე მეტმა ქართულმა ორგანიზაციამ. საექსპორტო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ნიშნავს რომ გარკვეულ წილად სატრანსპორტო ბარიერებიც გადაილახება. ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების ამოცანა არის დავინახოთ არა მხოლოდ ყაზახი მწარმოებლები და ქართველი იმპორტიორები, არამედ ამას შემდეგ დავამთხვიოთ ქართველი მწარმოებლები და ყაზახი იმპორტიორები, რომლებისთვისაც ჩვენ იგივე ქართულ სავაჭრო ეკონომიკურ მისიას ჩავატარებთ ყაზახეთში უახლოეს მომავალში.რადგან ორმხრივი ტვირთნაკადი ტრანსპორტის გაიაფების მიზნით მნიშვნელოვანი და აუცილებელია,რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირე რაოდენობის ტვირთბრუნვის გამო,ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი ჯდება.ეს ასევე უმთავრესი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნების პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის”,- განმარტავს „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი.
არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნებს შორის ლოგისტიკურ კავშირებზე ისაუბრა საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარემ, გოგა დობორჯგინიძემაც, რომელიც ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა საქართველომ ტვირთების მოსაზიდად უნდა გამოიყენოს და ასეთი ბიზნეს ფორუმებია მის საუკეთესო საშუალებაა.
ქართულ-ქაზახურ ბიზნეს ფორუმს ყაზახეთიდან პირველადი მოხმარების პროდუქტების მწარმოებლები და სერსვისის მიმწოდებლებიც სტუმრობდნენ. ბევრი მათგანი საქართველოში პირველადი ყოდა ბიზნეს ფორუმზე ადგილობრივ ბიზნესთან გამართული B2B შეხვედრების შედეგად უკვე ახალი ბაზრისათვისების შესაძლებლობაც მიიღეს. როგორც ქართული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ფორუმზე ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მათთვის შედეგიანი იყო და ზაფხულამდე ყაზახური წარმოების პიველადი მოხმარების პროდუქტები მათ ქსელში გამოჩნდება.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობის გააქტიურების მიზნით, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება, მიმდინარე წელს, ყაზახეთში ქართული კომპანიების ვიზიტსაც გეგმავს. გაერთიანების შეფასებით,სწორედ ასეთი ფორუმები უწყობს ხელს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.