ეიპიემ ტერმინალს ფოთი საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება

 2022 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა, წინასწარი გამოცხადების გარეშე, დაჩქარებული წესით დაიწყო „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“კანონპროექტის განხილვა.

წარმოდგენილი ცვლილებები არსებითად ცვლის ფოთის საზღვაო ნავსადგურის ამჟამინდელ სამართლებრივ მოწესრიგებას – ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე, სერვისების მიწოდებაზე, ასევე, ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზღვრების ფარგლებში არსებული ქონების და ინფრასტრუქტურის მართვაზე პასუხისმგებელი ნავსადგურის ერთადერთი ადმინისტრატორიდან გარდაიქმნება ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე ერთ-ერთ სანავსადგურე ერთეულად.

შემოთავაზებული ცვლილებები გავლენას მოახდენს კომპანიის ზოგიერთ უფლებაზე, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამიტომ, ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) შეშფოთებას გამოთქვამს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და სთხოვს საქართველოს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს დაინტერესებული მხარის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინტერესები, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა და გაიხმოს კანონპროექტი.

აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება და უგულებელყოფს პრივატიზების ხელშეკრულებებით, ასევე, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კანონპროექტს შემოაქვს ახალი რეგულაციები შესასვლელ არხთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ როგორ უნდა დაირიცხოს სანავსადგურე გადასახადი მომხმარებლებისთვის და როგორ უნდა გადანაწილდეს შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები სანავსადგურე ერთეულებს შორის.

ასევე, ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებას, სანავსადგურე ერთეულებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შეინარჩუნოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმე და აკრიფოს გადასახადები, ისეთი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლაპატრონობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტალღმჭრელი მოლო (Breakwater) – ეიპიემ ტერმინალს ფოთის საკუთრებაში არსებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა შესასვლელი არხის შესანარჩუნებლად.

ფოთის საზღვაო ნავსადგური არის საქართველოში უდიდესი ნავსადგური და მთავარი ევროპული კარიბჭე საერთაშორისო ვაჭრობისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამასთან, იდეალური მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ იქცეს ცენტრალური აზიის სავაჭრო ცენტრად. 2011 წლიდან ეიპიემ ტერმინალსმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოძველებული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და მომსახურების საშუალებების განახლებაში და დღემდე განაგრძობს ინვესტირებას.

„ჩვენ ვმუშაობთ ლოგისტიკური დერეფნის განვითარებაზე და რეალიზებაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას მსოფლიოსთან დააკავშირებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით.

ამასთანავე, ვისწრაფვით გავხდეთ მთავარი კარიბჭე და მივაწოდოთ მსოფლიო დონის სერვისები ჩვენს მომხმარებლებს, და წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გადახედონ 2 Classification: Internal გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შესახებ რათა საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის საინვესტიციო გარემოს,” – ამბობს კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორი.

შემოთავაზებული რეგულაციები არღვევს და ზღუდავს ინვესტორის უფლებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს, შეუსაბამოა კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და სახელმწიფოს ვალდებულებასთან ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა პროექტის შემუშავების პროცესში. გარდა ამისა, არ ჩატარებულა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და არც გარე ექსპერტი ყოფილა ჩართული პროექტის შემუშავების პროცესში.

კანონპროექტის გაცხადებული მიზანი ბიზნესოპერატორების ინტერესების დაბალანსებაა, სინამდვილეში კი შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ეიპიემ ტერმინალსის, როგორც ინვესტორისთვის, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას.

კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს კომპანიისთვის შემოსავალის მიღების შესაძლებლობას, რომელიც გარანტირებული იყო პრივატიზების ხელშეკრულებებით, თუმცა უტოვებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს, სტანდარტების შესაბამისად შეინარჩუნოს ტალღმჭრელი მოლო და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები პორტის ყველა მომხმარებლისა და ოპერატორის სასარგებლოდ.

ინვესტორების უფლებამოსილებების დაბალანსებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი ფაქტობრივად გაურკვეველ სიტუაციას ქმნის, საფრთხეში აგდებს ამჟამად არსებულ უსაფრთხო და ეფექტურ ოპერაციებს ნავსადგურში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მნიშვნელოვან დისბალანსზე, რაც ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულებით გარანტირებულ უფლებებსა და მოვალეობებს შორის იქმნება. ეიპიემ ტერმინალს ფოთი მიიჩნევს, რომ არ არის დაცული სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთი ყოველთვის უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ინფრსტრუქტურაზე წვდომას თავისუფალ და თანაბარ პირობებში; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეიპიემ ტერმინალსის მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში ნავსადგურის დახურვის წლიური დღეები 120-დან 20-მდე შემცირდა, რაც ცალსახად მიუთითებს ნავსადგურის ინფრასტრუქტურაზე მუდმივ ზრუნვასა და განვითარებაზე, როგორც ეს პრივატიზების ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული. კომპანიის შესახებ: სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V.

ეიპიემ ტერმინალსი არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, სათავო ოფისით ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში, რომელიც ახორციელებს 75 საზღვაო ნავსადგურისა და ტერმინალის ოპერირებას ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 42 ქვეყანაში. APM Terminals 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას მისი შვილობილი კომპანიის სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით.

ეიპიემ ტერმინალს ფოთი ბაზრის მთავარი მოთამაშეა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის და მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებაში. კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთლიდღეობაში. ეიპიემ ტერმინალს ფოთი არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. 3 Classification: Internal კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის (PSPC) პრივატიზაცია: კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (PSPC) სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული იქნა, როგორც კომერციული სუბიექტი, რომელიც ოპერირებას უწევს ფოთის საზღვაო ნავსადგურს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს, APMT-ის შორის გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებებით, პრივატიზების საგანი არ იყო მხოლოდ კონკრეტული უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა ქალაქ ფოთში, არამედ, პრივატიზების ხელშეკრულებები ცალსახად მიუთითებს, რომ სახელმწიფოს, როგორც გამყიდველის განზრახვა იყო განეხორციელებინა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მმართველი კომპანიის პრივატიზაცია, შესაბამისად პრივატიზაციის საგანი გახლდათ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გასხვისება, მისი სახმელეთო ტერიტორიისა და წყლის არეალის ფარგლებში ოპერირების უფლებით. რა თქმა უნდა, არავინ ხდის სადავოდ, რომ ტერიტორიულ წყლებზე სახელმწიფოს ექსკლუზიური და სუვერენული უფლებები გააჩნია, სწორედ ამიტომ არის საზღვაო აკვატორია სახელმწიფოს საკუთრება. თუმცა პრივატიზაციის ფარგლებში სახელმწიფომ PSPC/ ეიპიემ ტერმინალს გადასცა ფოთის საზღვაო ნავსადგურის, მათ შორის, ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზღვაო აკვატორიის (რომლის გეოგრაფიული არეალი კანონმდებლობითაა დადგენილი) ადმინისტრირების, ოპერირების უფლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *