საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი აღინიშნა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში ყაზახი მოაზროვნისა და პოეტი-განმანათლებლის აბაი კუნანბაევის ძეგლი გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოსა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობით მოეწყო. ძეგლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია. ძეგლი ბათუმის ნავთობტერმინალის, სასტუმრო „ატლასის“, „ხალიკ ბანკი საქართველოს“, „რომპეტროლი საქართველოსა“ და „კაპიტოლ ჯგუფის“ მხარდაჭერით შეიქმნა. ღონისძიების მიზანს ორი ქვეყანის კულტურის გაცნობა, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და ხალხთა დაახლოება წარმოადგენდა.
ღონისძებაზე სიტყვით გამოვიდნენ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკ უსკენბაევი, ყაზახეთის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამედჟანოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე,ასევე ეს წრებოდნენ პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, თბილისის მერიის, კულტურის სფეროს, მედიის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.
“ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის კულტურათა ურთიერთ დაახლოება. აბაი კუნანბაევის ძეგლის გახსნა საქართველოს დედაქალაქში ამ კულტურული ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია,” – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
„ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისგაღრმავებატურიზმის, ინვესტიციების, ტრანსპორტისადასხვამიმართულებით მნიშვნელოვანია. ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტენდენციები მზარ დიდინამიკით ხასიათდება, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია,“ – განაცხადა ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა.
„თბილისში გაიხსნა ყაზახი მოაზროვნისა და პოეტის აბაი კუნანბაევის ძეგლი. აბაი თავისი შემოქმედებიდან და ყაზახეთში მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე შეგვიძლია შევადაროთ საქართველოში ილია ჭავჭავაძეს. ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობა მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, სწორედ მის შემდეგ ყალიბდება ეკონომიკური ურთიერთობაც,“ – აღნიშნა ყაზახერ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა.
ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის – ,,თამარიონის” (ხელმძღ: ზვიად ჯინჯარაძე, თიკო კორძაია) მოცეკვავეებმა თათია ბორაშვილმა და ბაჩო კორძაიამ ქართული ცეკვა „დაისი“ შეასრულეს. ეროვნულ ცეკვა ყაზახეთიდან სტუმრად მყოფმა ნორჩმა მოცეკვავეებმაც წარმოადგინეს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში აბაი კუნანბაევის დაბადებიან 175 წლისთავი საერთაშორისო დონეზე აღინიშნა. იმავე წელსმისი ლექსების კრებული ქართულ ენაზეც გამოიცა. თარგმანი საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, სახელმწიფო პრემიის ლაურიატს მაყვალა გონაშვილს ეკუთვნის, რომელმაც აბაის შემოქმედების მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
აბაი კუნანბაევი არის ყაზახი პოეტი–განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე, ყაზახური ეროვნული ლიტერატურის ფუძემდებელი, კომპოზიტორი. დაიბადა გამოჩენილი ფეოდალი კუნან ბაიუსკენბაევის ოჯახში. სწავლობდა სემიპალატინსკში მედრესეში. მან შეისწავლარუსული და ასევეარაბული, სპარსულიდასხვააღმოსავლურიენები; თავისლექსებშიის გამოდიოდა კლანის თავად აზნაურობის ძალადობისა და თვითნებობის წინააღმდეგ, პოეტი ადანაშაულებდა ყაზახი ფეოდალების სასამართლო პროცესს და ეწინააღმდეგებოდა სოციალურ ბოროტებას. მან დაინახა ერთადერთი გზა ახალი ცხოვრებისკენ განმანათლებლობაში, გარდაქმნის საქმეში, ადამიანის სულიერ განთავისუფლებაში. შესაბამისად, მან მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო პოეზიას და ლიტერატურას.მისი ნამუშევრები ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის, ინგლისური, არაბული, ესპანური, იტალიური, გერმანლი რუსულ, თირქული, ფრანგული, იაპონური, ლატვიური და აშ. ამჟამად აბაის ძეგლები აღმართულია გერმანიაში, უნგრეთში, თურქეთში, ირანში, ეგვიპტეში, რუმინეთში, ჩნეთში, კორეაში, რუსეთშ, უზბეკეთსა და მსოფლიოშ სხვა ქვეყნებში.