საქართველოში ჩინეთის საელჩოს განცხადება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის აღსანიშნად კალიგრაფიასა და ფერწერაში თემატური კონკურსის ჩატარების შესახებ
ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის აღსანიშნად კალიგრაფიასა და ფერწერაში თემატური კონკურსის ჩატარების შესახებ
კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსი
„ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“
ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად და ჩინურ-ქართული მეგობრობის და ორ ერს შორის კავშირების გასაძლიერებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს, სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიგრაფიისა და ფერწერის მოყვარულებს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც აინტერესებთ და მხარს უჭერენ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.
ორგანიზატორი: ჩინეთის საელჩო საქართველოში
თანაორგანიზატორები:
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი
ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი
ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი
მედია კომპანია „For You”
ინფორმაცია მონაწილეებისთვის
ღონისძიების განრიგი
1-22 მაისი ნამუშევრების შეგროვება
23-29 მაისი ნამუშევრების განხილვა და შეფასება; პრიზიორთა სიის გამოქვეყნება
30 მაისი-6 ივნისი გამარჯვებული ნამუშევრების ორიგინალების ჩაბარება მითითებულ მისამართზე
ნამუშევრების კრიტერიუმები
1. კალიგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ღონისძიების თემატიკას, ასახავდეს ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობას და უნიკალურ შემოქმედებით აზროვნებას.
2. კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჩინური კალიგრაფიის რბილი ან მაგარი ფუნჯით.
ფერწერული ნამუშევრები მოიცავს: ტრადიციულ ჩინურ მხატვრობას („გო ხუა“), ზეთის,გუაშის, აკვარელის საღებავებით შესრულებულ, აკრილის, ცვილის, ფანქრით შესრულებულ და სხვა სახის ნახატებს.
3. კატეგორიები: ბავშვები (სკოლის მოსწავლეები) და მოზრდილები (სტუდენტები და საზოგადოების წევრები)
4. ნამუშევარი უნდა იყოს ერთი ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალი. დაუშვებელია პლაგიატი ან სხვა ნამუშევრების კოპირება და ისეთი სადავო შინაარსის გამოყენება მაგალითად, როგორიცაა რელიგია ან პოლიტიკა.
5. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი ნამუშევარი.
ნამუშევრების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების სკანირებული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: chinageorgia2022@gmail.com
2. ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მბ-ს. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ სკანირებულ ფაილში გამოსახულება არის მკაფიო და სრულყოფილი.
3. იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ნამუშევრის სახელწოდება – სახელი და გვარი – სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი – საკონტაქტო ტელეფონი“. იმეილის შინაარსში უნდა მიუთითოთორიგინალი ნამუშევრის ზომები.
4. გთხოვთ შეინახოთ ორიგინალი ნამუშევარი. პრიზიორთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, გამარჯვებული ნამუშევრები მოთხოვნისამებრ უნდა მოგვაწოდოთ მითითებულ მისამართზე. ორიგინალი ნამუშევრის არმოწოდება ავტომატურად ჩაითვლება პრიზზე უარის თქმად.
საპრიზო კატეგორიები
1. ბავშვებში: I ადგილი – 1 პრიზიორი, II ადგილი – 2 პრიზიორი, III ადგილი – 3 პრიზიორი, საპატიო პრიზი – 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი – განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით
2. მოზრდილებში: I ადგილი – 1 პრიზიორი, II ადგილი – 2 პრიზიორი, III ადგილი – 3 პრიზიორი, საპატიო პრიზი – 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი -განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით
დამატებითი ინფორმაცია
1. ნამუშევრის საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ნამუშევრის წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს ნამუშევრის გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორს შეუძლია გამოიყენოს ნამუშევრები და მათი სკანირებული ასლები გამოფენებში, პუბლიკაციებსა და საინფორმაციო აქტივობებში იმ პირობით, რომ ნამუშევრებშიცვლილებებს არ შეიტანს.
2. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.
3. საკონტაქტო პირები: 刘超 Whatsapp +995557769086
王辉 Whatsapp +995555471676
თამარ მუჯირი +995593650152
პოსტსკრიპტუმი
ყველას, ვისაც გიყვართ კალიგრაფია და ფერწერა და მხარს უჭერთ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას, სიხარულით გიწვევთ კონკურსში „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“მონაწილეობის მისაღებად.