განცხადება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის აღსანიშნად ვიდეო კონკურსის, სახელწოდებით „მეგობრობა მარადიულია, ერთად უკეთესი მომავლისკენ“ ჩატარების შესახებ

  1. ღონისძიების მიზანი

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად, ორ ქვეყანას შორის კავშირებისა და თანამშომლობის გასაძლიერებლად და ორ ერს შორის მეგობრობის გასამტკიცებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს ამ საიუბილეო თარიღის მისალოცი ვიდეოების კონკურსს, სახელწოდებით „მეგობრობა მარადიულია, ერთად უკეთესი მომავლისკენ“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათროგორც ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს.

  • ორგანიზატორი: ჩინეთის საელჩო საქართველოში

თანაორგანიზატორები:

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი

მედია კომპანია „For You”

  • ღონისძიების განრიგი

1-22 მაისი                  კონკურსანტების მიერ ვიდეოებისწარდგენა

22 მაისი – 1 ივნისი    ვიდეოების შერჩევა და ერთი დიდი ვიდეოს დამზადება

ივნისში                       დამზადებული ვიდეოს გამოქვეყნება

  • მონაწილეობის პირობები

1. ვიდეოს შინაარსი: ვიდეოს თემატიკა უნდა ეხებოდეს ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს, ორი ქვეყნის თანამშრომლობაში პირად გამოცდილებას, ამ საიბულეო თარიღის მილოცვას, ორი ქვეყნის ურთიერთობებში სამომავლო მოლოდინებს და მსგავს თემებს. ვიდეოს შინაარსი უნდა იყოს პოზიტიური და ასახავდეს ჩინურ-ქართულ მეგობრობას.

2. ვიდეოს კრიტერიუმები: სასურველია 720P ან 1080P გაფართოების ვიდეო, ჰორიზონტალური კადრი, მკაფიო სურათი და ხმა, ფონური ხმაურის გარეშე. ვიდეოს ჩაწერა და დამზადება შეიძლება ნებისმიერი ტიპის აპარატურით.

3. ვიდეოს ფორმატი: ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ვიდეო თავსებადი უნდა იყოს ძირითად ვიდეო ფორმატებთან (MP4, MOV, MPEG და მისთ.). მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალი ვიდეო ჩინურ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, სუბტიტრების გარეშე.

4. ვიდეოები უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ წესებს და უნდა იყოს ორიგინალი ნამუშევარი.

  • ვიდეოს წარდგენა

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ორიგინალი ვიდეოები 22 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: chinageorgia2022video@gmail.com

2. იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ვიდეოს სახელწოდება – სახელი და გვარი – სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი“. იმეილის შინაარსში უნდა მიუთითოთ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და მისამართი (პრიზების ფოსტით გამოსაგზავნად).

  • დამატებითი ინფორმაცია

1. შერჩეული ვიდეოების ავტორები საელჩოსგან საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო პრიზს.

2. ვიდეოს საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ვიდეოს წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს მისი გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორი იტოვებს უფლებასვიდეოში შეიტანოს ცვლილება და დამატებითი ანაზღაურების გარეშე საჯაროდ გამოაქვეყნოს და გაავრცელოს იგი. ყველა კონკურსანტი კონკურსში მონაწილეობით ეთანხმება ამ განცხადების თითოეულ პუნქტს.

3. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.

4. საკონტაქტო პირები: 郭雅男 Whatsapp +995574165817

靳帅虎  Whatsapp  +995593140268

郑艺铭 Whatsapp+995 593360181

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *