ეიპიემ ტერმინალს ფოთისა და USAID-ის პარტნიორობა ფოთში ადგილობრივი მეწარმეებისბიზნეს უნარების გაძლიერებას შეუწყობს ხელს

ეიპიემ ტერმინალს ფოთი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა თანამშრომლობას იწყებენ.პარტნიორობის მემორანდუმს ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დირექტორის მოადგილემ მარიკა შიოშვილმა მოაწერეს ხელს.

თანამშრომლობის ფარგლებში,ტექნიკური დახმარების კომპონენტის მეშვეობით, კომპანიის პროგრამის -,,ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ თავიანთი ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები დარგის ექსპერტებისგან და გახადონ საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული. მცირე მეწარმეებისთვის ერთობლივი პროექტიითვალისწინებსინტენსიური ტრენინგკურსის ჩატარებას ფინანსური განათლების, ელექტრონული კომერციის და მარკეტინგის საკითხებზე.

,,მოხარული ვარ, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთი იწყებს პარტნიორულ პროექტს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პროგრამა შექმნილია ფოთში საზოგადოების მხარდასაჭერად და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესის მართვის საჭირო უნარ-ჩვევების გაზრდას.“ – ამბობს გენერალური დირექტორი კელდ მოსგარდ ქრისტენსენი.

,,მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ეიპიემ ტერმინალს ფოთთან პროექტის APMTerminals4Potiფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ფოთში არსებულ 80 – ზე მეტ მეწარმეს უკეთ მართონ საკუთარი ბიზნესი და გაზარდონ შემოსავლები. ინიციატივის ფარგლებში მოხდება მეწარმეებისთვის ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებასაბაზრო კავშირების ჩამოყალიბებასა და ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით“,- აღნიშნა მარიკაშიოშვილმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

პროგრამის შესახებ:

გასულ წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად დაიწყო მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამა -„ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti), რითაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატში გადავიდა. APMTerminals4Poti-ის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკურსის წესით მოეპოვებინათ მიზნობრივი დაფინანსება.

პროგრამით გათვალისწინებული იყო 80-ზე მეტი მცირე ბიზნესპროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე წვდომას.

კომპანიის შესახებ:

APMTerminalsარის Maersk ჯგუფისწევრიკომპანია, სათავოოფისითჰააგაში, ნიდერლანდებისსამეფოში, რომელიცახორციელებს 75 საზღვაონავსადგურისადატერმინალისოპერირებასხუთკონტინენტზე, მსოფლიოს 42ქვეყანაში. APM Terminals 2011 წლიდანუზრუნველყოფსფოთისსაზღვაონავსადგურისოპერირებას.

ეიპიემტერმინალსფოთიბაზრისმთავარიმოთამაშეაკავკასიისრეგიონსადაცენტრალურაზიაშიდამნიშვნელოვანიკონტრიბუციაშეაქვსადგილობრივიმოსახლეობისეკონომიკურგანვითარებაში. კომპანიისწვლილისაზოგადოებისთვისმნიშვნელოვანია. ისარისერთერთიუმსხვილესიდამსაქმებელიდასამუშაოადგილებისშემქმნელიქვეყანაში.

საქართველოში USAID-ის შესახებ:უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ:5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *