„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ -რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მადლობის გზავნილი აჭარის მთავრობას

13 მაისს, 19:00 საათზებათუმში, სასტუმრო „ლემერიდიენში“ (მის: ე.ნინოშვილისა და ს. ჟღენტის ქუჩების კვეთა) რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება რევმატოიდული ართრიტის საინფორმაციო კამპანიის“ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ეწყობა და მიზნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მადლიერების გამოხატვასისახავს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან აჭარის რეგიონში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა.

ღონისძიებას დაესწრებიან გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენლები, ექიმი-რევმატოლოგები, პაციენტები, მხარდამჭერები, სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლები.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და  ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.  გლობალური სტატისტიკის მიხედვით  რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს – მძიმე ქმედუუნარობა. რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხი სდა მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად  შეუქცევად დაზიანებასთან სდევს შრომის უნარისთან დადანობითიდაქვეითებადადამოუკიდებლობისდაკარგვა, პაციენტებსარ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა,  კიბეზეასვლა, საჭმლისმომზადებადაა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, შესაბამისად საარსებო წყაროს და სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემიდან დამატებით რესურსებს მოითხოვს.

Нет описания.
Нет описания.
Нет описания.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *