თურქმენეთის ლიდერმა ყაზახეთის მეთაურს დაბადების დღე მიულოცა
თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა ყაზახეთის ხელმძღვანელს კასიმ-ჯომარტ ტოკაევს დაბადების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა, – წერს დღეს ოფიციალური თურქმენული პრესა.
თურქმენეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტოკაევის ხელმძღვანელობით დღეს ყაზახეთში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება, რაც ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ქვეყნის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
ბერდიმუხამედოვმა ასევე აღნიშნა ყაზახეთის მეთაურის განსაკუთრებული როლი თურქმენეთთან სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება.
17 მაისს ყაზახეთის პრეზიდენტი 69 წლის გახდა.