ახალი ყაზახეთი – ეფექტური სახელმწიფო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით
თბილისი, 2022 წლის 19 მაისი – გაიმართა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი ექსპერტების, ბიზნეს საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, მიძღვნილი ყაზახეთის საკონსტიტუციო რეფორმებს.
ყაზახეთის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა აცნობა აუდიტორიას 5 ივნისს დანიშნული რესპუბლიკური რეფერენდუმის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებებ .
თავის გამოსვლაში ყაზახმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა ისტორიულ მომენტს გადის, რომელიც ახალი ყაზახეთის ახალ წესებს უდებს სათავეს. ჩვენ ვაუმჯობესებთ სახელმწიფო სისტემას, ვამყარებთ ეფექტურ დიალოგს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამგვარად, ჩვენ ვქმნით მეორე რესპუბლიკას – განაცხადა ელჩმა.
ძლიერი პრეზიდენტი – გავლენიანი პარლამენტი – ანგარიშვალდებული მთავრობა
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არავის სჭირდება რეფორმები რეფორმებისთვის.
შემოთავაზებული რეფორმები მიზნად ისახავს სამართლიან და ღია კონკურენციას, რათა აღმოიფხვრას ყველა ხელოვნური მონოპოლია როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში.
„ხალხის კეთილდღეობის ზრდა შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტი კონკურენციის პირობებში. უფლებამოსილებების ზედმეტ კონცენტრაციაზე ორიენტირებული მართვის სისტემამ უკვე დაკარგა ეფექტურობა. მას არ ძალუძს სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია თავისი შეხედულებებისა და რწმენის მრავალფეროვნებით“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა თავის ყაზახეთის ხალხისადმი გზავნილში 2022 წლის 16 მარტს.
საუბარი უპირველეს ყოვლისა მიმდინარეობს მმართველობის საბოლოო გადასვლაზე სუპერ-საპრეზიდენტო ფორმიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე ძლიერი პარლამენტით. ასეთი სისტემა უზრუნველყოფს ძალაუფლების ინსტიტუტების ოპტიმალურ ბალანსს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.
სისტემური გარდაქმნები ცხოვრების ყველა სფეროში
ყაზახეთი აყალიბებს ახალ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობას.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება ღიად, მოქალაქეების მონაწილეობით, რადგან სახელმწიფო მოუსმენს სათითაოდ ყველას ხმას. „მსმენელი სახელმწიფოს“ კონცეფცია დამტკიცებულ იქნა ჯერ კიდევ 2020 წელს.
ცვლილებები ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლებების უფრო მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, და ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და მედიის როლის გაძლიერებას.
მთლიანობაში შეტანილ იქნება შესწორებები კონსტიტუციის 30-ზე მეტ მუხლში, და ასევე წლის ბოლომდე მიღებულ იქნება 20 კანონზე მეტი. ცვლილებები ხელისუფლების ყველა შტოს შეეხება.
ამრიგად, ყაზახეთი თავისი განვითარების უპრეცედენტო ეტაპზე გადადის. ეს, რა თქმა უნდა, არის მოსალოდნელი ცვლილებები საზოგადოებაში, რაც ზრდის მოქალაქეების შესაძლებლობებს, გავლენა მოახდინონ სახელმწიფო პროცესებზე საკუთარი თავის სასარგებლოდ.