„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გამოუშვა გადაწყვეტილება Kaspersky Smart Home Security
კასპერსკის ლაბორატორიამ“ ბაზარზე გამოუშვა გადაწყვეტილება Kaspersky Smart Home Security, რომელიც შექმნილია ინტერნეტ-პროვაიდერების აბონენტების სახლის აღჭურვილობის დასაცავად.
როგორც კომპანია გვაცნობებს, ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ჭკვიანი სახლის მოწყობილობების კიბერუსაფრთხოებას, მათ შორის ქსელთან დაკავშირებულ დინამიკებს, სმარტ-ტელევიზორებსა და სათვალთვალო კამერებს. ინტერნეტ პროვაიდერებს შეეძლებათ დისტანციურად დააინსტალირონ გადაწყვეტა იმ მომხმარებლის სახლის როუტერზე, რომელმაც დატოვა აპლიკაცია დასაკავშირებლად. ამავდროულად, როუტერის მფლობელი თავად შესძლებს უსაფრთხოების პარამეტრების მართვას მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
როცა ლაპარაკია ჭკვიან სახლზე ყველაზე ხშირად აღიქმება ინტელექტუალური განათება, უსაფრთხოება, ვიდეო მეთვალყურეობა, გათბობა, ფარდის კონტროლი, მორწყვა, ჭკვიანი საკეტები, დინამიკები, ჩასართველები, რადიო და ვიდეო ძიძები, ქსელში ჩართული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მტვერსასრუტები. ამ კატეგორიაში ასევე შედის მარშრუტიზატორები, სმარტ-ტელევიზორები, სათამაშო კონსოლები, ტარებადი მოწყობილობები, მათ შორის სამედიცინო მოწყობილობები. Kaspersky Smart Home Security მოიცავს ფაილის ანტივირუსს, სახლის მოწყობილობებზე კონტროლის მოპოვების მცდელობებისგან დაცვას, უხეში ძალის შეტევებისა (შეტევები უხეში ძალის პაროლების საშუალებით) მავნე საიტებზე გადასვლის მცდელობების დაბლოკვის ფუნქციას. გადაწყვეტა შექმნილია გონიერი მოწყობილობების დაზიანების, გამოსასყიდი პროგრამების შეტევების, კიბერ ჯაშუშობისა და მომხმარებლის ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხეების შესამცირებლად.
Kaspersky Smart Home Security-ს ასევე აქვს ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების ფუნქციები: ვებ- ფილტრი, რომელიც საშუალებას მისცემს უფროსებს დაიცვან ბავშვები შეუსაბამო კონტენტისაგან და გააკონტროლონ ეკრანთან გატარებული დრო.
ეს გადაწყვეტა არის „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებების ყოვლისმომცველი პორტფელის ნაწილი ინტერნეტ-პროვაიდერებისათვის. ის ასევე მოიცავს პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს მომხმარებლების დასაცავად პროვაიდერის ქსელისა და ბოლო მოწყობილობების დონეზე. „კასპერსკის ლაბორატორია“ თავის გადაწყვეტილებებს აწვდის 500-ზე მეტ ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს მთელს მსოფლიოში და არის სტრატეგიული პარტნიორი მათი აბონენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„სახლისთვის ჭკვიანი მოწყობილობების პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება და პარალელურად იზრდება მათ მიმართ საფრთხეების რაოდენობაც. ამავდროულად, უსაფრთხოების ძირითადი ზომები, როგორიცაა მაგალითად პაროლების შეცვლა, შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. თანამედროვე ჭკვიანი სისტემები სრულყოფილად უნდა იყვნენ დაცული კიბერ საფრთხეების ფართო სპექტრისგან. Kaspersky Smart Home Security-ის დახმარებით, პროვაიდერებს შეეძლებათ თავიანთ აბონენტებს მიაწოდონ მათი ჭკვიანი სახლის უსაფრთხოებუს უზრუნველმყოფი გადაწყვეტილება“, – აღნშნავს „კასპერსკის ლაბორატორიის“სამომხმარებლო ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი პიკატ-ორდინსკი.