თბილისში ველოსიპედის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ველოგარბენი გაიმართა

2022 წლის 1 ივნისს, თბილისში, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში, საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ველოსიპედის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ველოგარბენი ჩაატარა.

ველოგარბენში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ველოსიპედის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა.

გარბენის დაწყებამდე აღინიშნა, რომ ველოსიპედის მსოფლიო დღე, რომელიც ფართოდ აღინიშნება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით თურქმენეთის ინიციატივით და ეროვნულ კალენდარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს თარიღი სიმბოლოა მეგობრობისა და მშვიდობის, სპორტისა და ჰუმანიზმის, საზოგადოების ერთიანობის.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქმენეთი დიდ ყურადღებას უთმობს ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებას, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამუშაოები მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ველოსპორტის განვითარებას და მასობრივი ველოგარბენის ჩატარება კარგ ტრადიციად იქცა არა მხოლოდ თურქმენეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ველოგარბენის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს სპორტული ღონისძიება არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების, ასევე სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *