ყაზახეთის ელჩის მოადგილის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში
ა.წ. 8 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, ქ-ნი ჟაზირა მირკაზასიმოვა მიიღეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესს, რომლის მოსაწვევებიც გადასცა ქ-ნმა ჟაზირამ მასპინძლებს.
აღნიშნული ღონისძიება ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.