ახალი ყაზახეთი რეფორმებისთვის მზადაა (ყაზახეთი – მეორე რესპუბლიკა)
„ახალ ყაზახეთს ჩვენ ავაშენებთ ერთად“ – განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონ კასსიმ ჟომარიტ ტოკაევმა, მეტად შორსმჭვრეტელმა დიპლომატმა პოლიტიკოსმა. კონტიტუციური რეფორმა,ერთობ გამოწვევაა ყაზახეთისთვის, აღნიშნა პრეზიდენტმა. მიზნები და გამოწვევები, მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის წინაშე. სწორედ ამ რეფერენდუმით 2022 წლის 5 ივნისს,ყაზახმა ხალხმა ერთხმად დაუჭირა მხარი მეორე რესპუბლიკას,რომელიც მოსახლების განვითარებიკენ, სამართლიობისაკენ და ეკონომიკური თუ თვითმართელობის მდგრადობისკენაა მიმართული.
კონსტიტუციური რეფორმა ეს არის კომპლექსური მიდგომა ცვლილებების, კონსტიტუციური და პოლიტიკური აზროვნების, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური კულტურის.მოწოდება კი ასეთია – ხალხთან ახლოს,როგორც მაჟორიტარული სისტემა ასევე სასამართლო რეფორმები. მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება განვმარტოთ თუ რას ნიშნავს მეორე რესპუბლიკა? მეორე რესპულიკა არის, ახალ ეტაპი ყაზახეთის განვითარების უწყვეტ ისტორიაში. მეორე რესპუბლიკა ასევე გახლავთ ინსტიტუციონალური გამოვლინება კონცეფციით „ახალი ყაზახეთი“.
მეორე რესპუბლიკა ნიშნავს ძირეულ ცვლილებებს სახლემწიფო შენებს,გადასვლას ახალ პოლიტიკურ აქტუალურ მოდელზე. მოდელი – ეფექტური სახელწმიფო და ძლიერი მოქალაქეობრივი საზოგადოება. პირველი რესპუბლიკა ეს გახლავთ პერიოდი 1991 – 2022 წლების გზაგასაყარი. დამოუკიდებლობის დღიდან, ცნობილი იანვრის მოვლენების ჩათვლით. მეორე რესპულიკა კი ახალ ეტაპს გვთავაზობს ქვეყნის აღმშნებელობის, უმთავრესი კი სწორედ კონსტიტუციური რეფორმაა,რაც განვითარების გზას, პოლტიკურ კულტურას, ეკონომიკურ მდგრადობასა და დემოკრატიული პრინცპების აღმავლობას განაპირობებს,რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მექანიზმს ადამიანის უფლებების შესახებ. მოსახლეობის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობასა და წინსვლაში. ყაზახეთი,როგორც ქვეყანა აეროპორტში ჩასვლისთანავე, გვაოცებსა და გვხიბლავს არნაუხლი სტუმართმოყვარეობითა და დახვედრით,ასევე ქალაქ ნურსულთანში არსებული საუცხოო ინფრასტრუქტურით. უამრავ სტუმარსა და ვიზიტორს აოცებს აქ მდებარე კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრები, გასართობი ჰაბები და, რათქმაუნდა, გამოჩენილი ღვაწლმოსილი ყაზახი პიროვნებების მონუმენტები,რომლმებმაც თავისი სახელით ასახელეს სამშობლო. წინაპართა წარსულის ცოდნა,სწორედ ეს გახლავთ კრედო ამ მონუმენტების,რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ჰქმნის ქალაქს. აქ მომავალი თაობები იზრდება, წინაპართა ღვაწლის დაფასების, ტრადიციებისა და თანამედროვე განვითარების სწორ გზაზე. აზიური გარემო შეხამებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან. დადიხარ ამ სიახლით სავსე ქუჩებში და სიამაყის გრძნობა გიპყრობს,ხალხი თავად ჰქმნის თბილ ღირშესანიშნავ გარემოს. ასევე ქვეყნის აღმშენებლობის უდიდეს საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს,რომლის სახელსაც ატარებს ქვეყნის დედაქალაქი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მეგა ქალაქი ნურ-სულთანი. თვალშისაცემი ქალაქის იერსახე,იდეალური წესრიგი და სისუფთავე, ქალაქში თითქმის ვერ შეხვდებით შემთხვევით ადამიანებს, ყველას სადღაც მიეჩქარება, დრო მათთვის ყველაზე ძვირფასია,როგორც დასვენება ისე სამსახურეობრივი მოვალეობა თანაბრადაა გადანაწილებული. ჩვენ ჟურნალისტები ინტერესით გავეცანით ყაზახეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. „ბურაბაი“ – მოგზაურობა დროში.
მივუყვებით ულამაზეს ლანდშაფთებს, გზას მწვანეში ჩაფლულ ხეობაში მივყავართ. ტურისტული გიდი საინტერესოდ გადმოგვცემს ისტროიულ ლეგენდას ამ რეგიონის შესახებ. სამი საათის შემდეგ ჩვენ უკვე, ვდგავართ ყაზახეთის წინაპართა ნაკვალევზე. არქეოლოგიური ქალაქი ციხე-სიმაგრე,სადაც სიძველეები ისეა შემონახული თითქოს დრო გაჩერდა. ისტროიკოსი ინტერესით მოგვითხრობს თუ როგორ ცხოვრობდნენ უძველესი ყაზახები,როგორ ვითარდებოდა ასწლეულების განმავლობაში კულტურა. სიძველეებს ფრთილად ვეხებით, თითქოს დროის ლაბირინთებში დავიკარგეთ. ჩვენს წინ დგას ჩაფუტიანი უძველესი ფიგურა,რომელიც მიგვითითებს უმცროს-უფროსების პატივიცემაზე,რამაც გამახსენა ჩემი ქვეყნის რეგიონში სვანეთში უძველესი „მახვშის“ კულტურა. სწორედ მსგავსი დარბაისელი ყაზახი მამაკაცი ზის ტრადიცულ ყაზახურ სკამზე. აი სწორედ საიდან მოდის თურმე,ის უფროსებისადმი პატივისემა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები,რაც ამ მედგარ, ამტან და ვაჟკაცური სულის ხალხშია.ამრიგად, ყაზახეთის ახალი განივთარების გზა დაწყებულია,რეფერენდუმის მიღებითა და ხალხის არჩევანით,რაც ქვეყნის პრეზიდენტის უდიდესი დამსახურებაა,დაუჭიროს მხარი ქვეყნის სწრაფ განვითარებას,დემოკრატიზაციას, ყაზახეთის უკეთეს მომავალს. ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს – ყაზახეთს განვითარების ახალ ეტაპზე უამრავ წარმატებებსა და წინსვლას.
ნინო მეშველიანი