ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი „ქუთაისის ხუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაფართოების შესახებ“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო
22 ივლისს, ელჩი ჭოუ ციენი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწვევით, „ქუთაისის ხუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაფართოების შესახებ“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. ელჩმა და ვიცე პრემიერმა და მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ინდუსტრიული ზონის განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ნინო ენუქიძე და საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი. „ქუთაისის ხუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. 2015 წლის ოქტომბერში მას „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ სტატუსი მიენიჭა. ინდუსტრიული ზონა მოიცავს 35.93 ჰექტარს, გაფართოების შემდეგ 22.34 ჰექტარი შეემატება და საერთო ფართი 58.27 ჰექტარი იქნება.