გამოცხადდნენ გამარჯვებულები კონკურსში „ახალი ყაზახეთი უცხოური მედიის თვალით
ნურ-სულთანი, 2022 წლის 11 აგვისტო – ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ახალი ყაზახეთი უცხოური მედიის თვალით“ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.კონკურსის, რომელიც წელს მეშვიდედ ჩატარდა, ჟიურის წევრები გახდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო, მთავარი რედაქტორთა კლუბის პრეზიდენტი ბიბიგულ ჟექსენბაი და სს „ეროვნული კომპანია „Kazakh Tourism“-ის“ მმართველობის თავმჯდომარე ტალგატ ამანბაევი.ჟიურიმ განიხილა 50-ზე მეტი განაცხადი უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მასალებით 40 ქვეყნიდან, რომლებიც გამოქვეყნდა ბოლო 12 თვის განმავლობაში. განმცხადებლების მასალები ქვეყნდებოდა გაზეთებში, ჟურნალებში, ონლაინ გამოცემებში, პოპულარულ ინტერნეტ პლატფორმებზე, ბლოგებში, ასევე პოდკასტების სახით.განხილულ თემებს შორის იყო საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, კულტურა, ტურიზმი, ჯანდაცვა, სპორტი, ბირთვული განიარაღება, განახლებადი ენერგიის წყაროები და სხვა. უცხოურმა მედიამ წელს დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყანაში 2022 წლიდან დაწყებულ სისტემურ ცვლილებებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებს „ახალი ყაზახეთის“ პარადიგმის ფარგლებში.ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული 7 უცხოელი ავტორი გახდა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონის მიხედვით საუკეთესოდ იქნა აღიარებული „Ottawa Life Magazine“-ის ჟურნალისტის დონოვან მაკკენზის სტატია ყაზახეთში პოლიტიკური რეფორმების პროგრამის შესახებ. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე საინტერესოდ მიჩნეულ იქნა ბრიტანელი ბლოგერის ტრისტან ჰიუზის განაცხადი, რომელმაც წარადგინა თავისი პოდკასტის “The Ancients”-ის ეპიზოდი სათაურით „ანტიკური ყაზახეთი: დიდი სტეპის ოქრო“, რომელიც მიღძვნილ იქნა კემბრიჯში საკას ტომების არქეოლოგიური მემკვიდრეობის შარშანდელ გამოფენას.„დსთ-სა და ევრაზიის“ მიმართულებით აღინიშნა ქართველი ექსპერტის გულბაათ რცხილაძის სტატია ყაზახეთსა და საქართველოს შორის ისტორიული კავშირების თემაზე.“აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის“ ნომინაციაში საუკეთესო გახდა გაზეთი „The Korea Herald“-ის სანჟაი კუმარის განცხადება, რომელმაც გამოაქვეყნა სტატიები ყაზახეთის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის საქმიანობაზე (CICA). ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჟიურიმ გადაწყვიტა ერთდროულად ორი განმცხადებელი გამოეყო – მაროკოს პუბლიკაციების „Le Matin“-ისა და „12.ma”-ს ჟურნალისტი დრის ლიაკუბი, სტატიების სერიისთვის მის ქვეყანასა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის თემაზე და თურქი ექსპერტი ემრა კაი ახალი ყაზახეთის მშენებლობის პროცესის ანალიტიკური მასალისთვის.ამ წელს პირველად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაშუქების ცალკე ნომინაცია. ჟიურის გადაწყვეტილებით, მასში ლიდერობდნენ ბლოგერი ხალიდ ალმუთაირი ქუვეითიდან, რომელმაც ჯილდო მიიღო ყაზახეთის შესახებ ელექტრონული წიგნისთვის არაბულ ენაზე.როგორც ადრე იქნა ცნობილი, ჯილდოს სახით, კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ყაზახეთში მოგზაურობაში მიმდინარე წლის სექტემბერში ქალაქი ნურ-სულთანის, ალმატის, თურქესტანისა და ბოროვოიეს საკურორტო ზონაში ვიზიტით. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, გახდნენ მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესის მოწმეები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კაცობრიობის უდიდესი აღმსარებლობის წამყვანი ფიგურები.კონკურსი „ყაზახეთი უცხოური მედიის თვალით“ იმართება ყოველწლიურად 2014 წლიდან და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმდინარე ტენდენციების, მისი მდიდარი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის მიმართ ინტერესის შემდგომ ზრდას. ℹ️https://www.gov.kz/memleket/entities/mfa/press/news/details/411012?lang=en