თბილისში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა კონგრესისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა
თბილისი, 2022 წლის 25 აგვისტო – გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „კონფესიათაშორისი დიალოგი მშვიდობისა და ჰარმონიისთვის“, მიძღვნილი მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესს, რომელიც 2022 წლის 14-15 სექტემბერს ქალაქ ნურ-სულთანში ჩატარდება.
ღონისძიება ორგანიზებულ იქნა ონლაინ ფორმატში საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ერთობლივად ნ.ნაზარბაევის კონფესიათაშორისი და ცივილიზაციათაშორისი დიალოგის განვითარების ცენტრთან და თბილისში მდებარე ყაზახეთ-ქართულ ეკონომიკურ ასოციაციასთან ერთად.
თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრის „GSAC“-ის ექსპერტმა გელა ვასაძემ მონაწილეებს შეხვედრის თემა გააცნო და აღნიშნა ყაზახეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობა, არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ სულიერ დონეზეც.
სპიკერმა ყაზახეთიდან სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, მეცნიერ კონსულტანტმა, კვლევითი ინსტიტუტის „საზოგადოებრივი აზრის“ პროექტების დირექტორმა, ბოტაგოზ რაკიშევამ მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ყაზახეთსა და საქართველოში კულტურული და რელიგიური ფასეულობების კვლევის შესახებ.
რუზია კამაროვამ, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, ნ.ნაზარბაევის ცენტრის რელიგიათაშორისი და ინტერცივილიზაციური დიალოგის განვითარების ცენტრის რელიგიური სწავლების დეპარტამენტის დირექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო სულიერი და ისტორიული კავშირები და მომავალში აღნიშნული ურთიერთობების გამყარების აუცილებლობა.
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა, დოცენტმა, „რელიგიათშორისი ურთიერთობების ანალიზისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა გულნაზ რაზდიკოვამ ყურადღება გაამახვილა ყაზახეთის გამოცდილებაზე ქვეყანაში რელიგიათაშორისი თანხმობის უზრუნველყოფის საკითხებში. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში 130-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს მშვიდობასა და თანხმობაში და მათ შორის არიან ყველა მსოფლიო რელიგიის წარმომადგენლები.
საქართველოს მხრიდან გამომსვლელმა, საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორმა ზაურ ხალილოვმა აღნიშნა ყაზახეთსა და საქართველოს შორის სულიერი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების დიდი პერსპექტივები. ამავდროულად უფლებადამცველმა/ ეზიდური თემის სულიერი ლიდერის იურიდიულმა კონსულტანტმა აგიტ მირზოევმა დაამატა, რომ აღნიშნული კავშირები უნდა განვითარდეს ახალგაზრდების დაკავშირებით და მათში საერთო ღირებულებების დანერგვით. აღნიშნულ კონტექსტში დიდ როლს თამაშობს ისტორიის ცოდნა და აღნიშნული ცოდნის გაღრმავება.
XXI საუკუნის კავშირის (საქართველო) მმართველობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ მაღალი შეფასება მისცა ყაზახეთში დაგეგმილ ღონისძიებას და რეკომენდაცია გაუწია მსგავსი შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების რეგულარულად ჩატარებას.
გამოსვლის ბოლოს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამართეს ღონისძიების ფარგლებში წამოჭრილ საკითხებზე კონსტრუქციული დისკუსია, ასევე წარმატებები უსურვეს მომავალ VII კონგრესს და აღნიშნეს მისი თემის აქტუალობა: „მსოფლიო და ტრადიციული კონფესიების ლიდერთა როლი კაცობრიობის სოციალურ-სულიერ განვითარებაში პოსტპანდემიურ პერიოდში.“