რთველი და ღვინის კვირეული საქართველოში
16 სექტემბერს, 13:00 საათზე გურჯაანში, ტექნოპარკის ტერიოტორიაზე გაიმართება პრეკონფერენცია თემაზე „რთველი და ღვინის კვირეული საქართველოში“. პრესკონფერენციას წარუძღვებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი, მარიამ გუჯაბიძე. ისინი შეაფასებენ ქვეყანაში, მათ შორის, კახეთის რეგიონში რთველის მიმდინარეობის პროცესებს, დააანონსებენ დაგეგმილ ღვინის ფესტივალებსა და კონკურსებს. მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC), საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება. ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი. 2 წლიანი პანდემიური შესვენების შემდეგ 15 ოქტომბერს სტრატს „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. “გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს ეძღვნება. წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს. ფესტივალი, რომელიც 30000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს, იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა თუ ოჯახის თანხლებით. გურჯაანის ღვინის ფესტივალის და IWSC-ის ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.