Visa-ს ახალი კვლევითი ანგარიშები ხაზს უსვამს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას ცვალებადი საფრთხეების პირობებში


პირადად თუ ონლაინ, კიბერდამნაშავეები მიზანში იღებენ შეხების წერტილებს გადახდებში, დახვეწილი თაღლითური ტექნიკების მეშვეობით

თბილისი, 2022 წლის 17 ოქტომბერი – მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში Visa განახლებულ დასკვნას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა თაღლითობა მას შემდეგ რაც პანდემიამ პიკს მიაღწია, მაშინ როდესაც დამნაშავეები მიზანში იღებენ როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცის მოწყვლად მახასიათებლებს, რადგანაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება პირადი და ელექტრონული კომერციის გამოცდილებების ნაზავს უბრუნდება.

„საცალო ვაჭრობის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნების კვალდაკვალ, კრიმინალები კვლავ სათავისოდ იყენებენ ფიზიკურ დაუცველობას მაღაზიებში, ელექტრონული კომერციიდან კი სარგებელს იღებენ მავნე და ვირუსული პროგრამებისა და ფიშინგ შეტევების მეშვეობით, სხვა ხერხებთან ერთად,“ განაცხადა პოლ დ. ფაბარამ, Visa-ს რისკების მთავარმა ოფიცერმა.

ორი ახალი გლობალური კვლევა: Visa-ს უახლესი ანგარიში საფრთხეების შესახებ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, და MIT (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) ტექნოლოგიების ანალიზი (MIT Technology Review Insights) „ფულის მოძრაობა ციფრულ სამყაროში“, რომელიც 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა Visa-სთან პარტნიორობით, პოსტპანდემიური ეკონომიკის ახალ და განმეორებად საფრთხეებს უსვამს ხაზს.

ციფრული კომერცია და კრიპტო მომხმარებლები მდიდარი სამიზნეები არიან ნოვატორი თაღლითებისთვის

ციფრული კომერციის გარემო, რომელიც საგრძნობლად სწრაფად განვითარდა პანდემიის გამო, კიბერდამნაშავეებისთვის ჯერ კიდევ უმდიდრეს სამიზნედ რჩება.

Visa-ს გლობალური რისკების შემსწავლელი გუნდის მიერ, გამოკვლეული თაღლითობისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევების თითქმის სამი მეოთხედი ეხებოდა ელექტრონული კომერციის სავაჭრო ობიექტებს, კერძოდ,  ხშირი იყო სოციალური ინჟინერიისა და ვირუსული პროგრამების შეტევები. კვლევის მიხედვით, ხშირია ციფრული სკიმინგის შეტევები, რომლებიც მიზანში იღებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და მესამე მხარის კოდის ინტეგრირებას.

მსგავსი თავდასხმების შემთხვევები ნათელს ხდის სავაჭრო და საგადასახადო ტრანზაქციებზე უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის აუცილებლობას, იმის უზრუნველსაყოფად რომ გარე კოდი არ გააქტიურდება ბარათის მფლობელისთვის  არაკონფიდენციალურ გარემოში. მასაჩუსეტსის ინსტიტუტის კვლევის ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვანია მათი მომხმარებლებისთვის, 59% კი აღიარებს, რომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები ყველაზე დიდი გამოწვევაა ციფრული გადახდების გაფართოებისთვის. ბევრი უპირატესობას უსაფრთხოების მოწინავე შესაძლებლობებს ანიჭებს, როგორებიცაა ციფრული ტოკენები (32%), ხელოვნური ინტელექტი და გაძლიერებული ავტორიზაცია (43%).

ტრადიციულ ვალუტაზე ზიანის მიყენების გარდა, თავდამსხმელები კრიპტოვალუტის მომხმარებლების მოსატყუებლად ახალ ტაქტიკებს მიმართავენ, მათ შორისაა საფულეზე გამიზნული, ბრაუზერის გაფართოების, ახალი მავნე პროგრამა კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის, ასევე ინოვაციები ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის სქემებში. 2022 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით, სამმა დიდმა ქურდობამ, რომლის დროსაც სხვადასხვა ხიდის სერვისებში სუსტი წერტილები იქნა გამოყენებული, 400 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა კიბერქურდებს.[1]

დაცვა Visa-ს დაპირებაა

მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაული ნარჩუნდება, Visa-მ გაზარდა ძალისხმევა თაღლითობის შემთხვევების შესამცირებლად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Visa-მ 9 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ქსელის უსაფრთხოებაში. Visa-ში დასაქმებულია ათასზე მეტი ერთგული სპეციალისტი, რომლებიც Visa-ს ქსელს მავნე პროგრამებისგან, ნულოვანი დღის შეტევებისგან და ინსაიდერული საფრთხეებისგან 24x7x365 რეჟიმში იცავენ. Visa ასევე იყენებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის შესაძლებლობებს და მუდამ ჩართული ჰყავს ექსპერტები, რათა დაიცვას თავისი ეკოსისტემა, პრაქტიულად აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს მილიარდობით დოლარის თაღლითობის მცდელობა. ფაქტობრივად, Visa-ს რეალურ დროში მონიტორინგმა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, დაბლოკა 4,2 მილიარდ დოლარზე მეტი თაღლითური გადახდების მოცულობა ბოლო 12 თვეში, ბევრმა არც იცოდა, რომ პოტენციური თაღლითური ტრანზაქციის რისკის ქვეშ იყო.

გადახდებთან დაკავშირებული თაღლითური დარღვევების შესახებ ანგარიშის წასაკითხად ეწვიეთ Visa-ს ოფიციალურ ვებ.გვერდს. ციფრულ სამყაროში ფულის მოძრაობის MIT ტექნოლოგიების ანალიზის შესახებ ანგარიშის სრულად წასაკითხად ეწვიეთ მასაჩუსეტსის ინსტიტუტის გვერდს.

###

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge


[1] Visa-ს ორწლიანი ანგარიში გადახდებთან დაკავშირებული თაღლითური დარღვევების შესახებ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *