თბილისში ყაზახეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი აღნიშნეს
თბილისში ყაზახეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი აღნიშნეს
19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა კონფერენცია, მიძღვნილი ყაზახეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, ბიზნეს წრეებმა და ყაზახეთის მეგობრებმა.
სტუმრებს წარედგინათ ისტორიის ამსახველი, თანამედროვე არქიტექტურის, ყაზახეთის ბუნების ფოტოების სერია, და ასევე ვიდეო რგოლი ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკის შესახებ.
ყაზახეთსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა გაგრძელდება ყაზახური კინოს დღეებით, „ასტანა ბალეტის“ თეატრის გასტროლებით, და სხვა კულტურული ღონისძიებებით.