საქართველოში გაიმართა ყაზახეთის კინოს დღეები
თბილისი, 2022 წლის 19-20 ოქტომბერი – საქართველოს ეროვნული არქივის ისტორიულ კინოთეატრში გაიმართა ყაზახური კინოს დღეები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში.
მაყურებელს წარუდგინეს ახალგაზრდა ყაზახი რეჟისორების მხატვრული ფილმები – „Алға“ (რეჟისორი იერნარ ნურგალიევი), „დასაწყისი “ (აიჟან კასიმბეკი) და „ზერე“ (დაურენ კამშიბაევი).
ფილმის ჩვენების გახსნისას ეროვნული კინოს მხარდაჭერის სახელმწიფო ცენტრის მმართველობის თავმჯდომარის მრჩეველმა, ანიმაციური ფილმების ცნობილმა ყაზახმა რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა ადაი აბელდინოვმა და ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ცხვედიანმა აღნიშნეს, რომ ყაზახეთის კინოს დღეები არის გამოცდილების გაცვლის შესანიშნავი შესაძლებლობა, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების შემოქმედების გაცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის განვითარებისთვის.
ყაზახური კინოს დღეები გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „KAZAKHCINEMA“-ს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული არქივისა და თბილისში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით. ყაზახურ ფილმებს ქართველი მაყურებლის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მათი აზრით, მსგავსი კულტურული ღონისძიებები ორი ქვეყნის ხალხებს აერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში მიღწეული იქნა შეთანხმებები კინემატოგრაფიის სფეროში ყაზახეთსა და საქართველოს შორის ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.