„ჩინეთის ექსტრაორდინალური დეკადა ახალ ერაში“

საერთაშორისო ფოტოგამოფენა

ჩინეთის საელჩო საქართველოში ატარებს ფოტოგამოფენას სახელწოდებით „ჩინეთის ექსტრაორდინალური დეკადა ახალ ერაში“. 

ფოტოგამოფენა ეძღვნება ახალ ერას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ, პერიოდს კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობის შემდეგ (2012 წელი), როდესაც ესტაფეტა პარტიის ახალმა ცენტრალურმა მმართველობამ და პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აიღო. 

მას შემდეგ ჩინეთი შევიდა სოციალიზმის ახალ ერაში, სადაც წარსულ წარმატებებზე შენდება მიღწევები მომავალში. საუკუნოვანი კომუნისტური პარტია აერთიანებს და უძღვება ჩინელ ხალხს, რომ გააგრძელონ ჩინური ოცნების აღსრულება – ჩინელი ერის დიადი აღორძინება.   

ბოლო 10 წლის განმავლობაში, პარტიის ლიდერობით, ჩინელმა ხალხმა ჩინეთი ენერგიულ და აყვავებულ ქვეყანად აქცია. 

გამოფენა აერთიანებს ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხდარ შთამბეჭდავ ამბებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩინეთის ახალ ერაში. ის წარმოგვიჩენს, როგორ შეძლო ჩინელმა ხალხმა უწყვეტი სწრაფვით, თავისი ოცნების განხორციელება. 

გამოფენა გვაჩვენებს, როგორ მუშაობენ ერთად ხალხები ჩინეთიდან და მთელი მსოფლიოდან სირთულეებთან გასამკლავებლად და ხელს უწყობენ ერთობლივ პროგრესს.

გამოფენა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

Cn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *