მსოფლიოში ტროას ჯაშუშური პროგრამების შეტევების რიცხვი მობილური მოწყობილობების მომხმარებლებზე 29%-ით გაიზარდა
„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ტროას ჯაშუშური პროგრამების თავდასხმების რიცხვი მობილური მოწყობილობების მომხმარებლებზე მთელ მსოფლიოში 29%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მხოლოდ რუსეთში ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ დააფიქსირა 320 ათასზე მეტი ასეთი თავდასხმა.
ეს პროგრამები აგროვებენ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მისი თანხმობის გარეშე და გადასცემენ თავდამსხმელებს. მათ შეუძლიათ წვდომა სოციალურ ქსელებში და მყისიერ მესინჯერებში მიმოწერაზე, კლავიშების დაჭერის გაანალიზება და ეკრანის სქრინშოტის გადაღება. და ეს არ არის მათი შესაძლებლობების სრული სია. მავნე პროგრამა გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლების ჯაშუშობისთვის, ასევე კომპანიებზე რთული მიზანმიმართული თავდასხმების ფარგლებშიც.
ძალიან რთულია იმის დადგენა ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფა მოწყობილობაზე დაყენეულია თუ არა. გვერდით მინიშნებებს შორის შესაძლებელია დავასახელოთ ბატარეის სწრაფი გამორთვა ან დიდი ტრაფიკის მოხმარების გაზრდა. თუმცა, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, ჯაშუშური პროგრამა მუშაობს თქვენს სმარტფონზე თუ არა საჭიროა დამცველი გადაწყვეტილებების გამოყენება ან სპეციალისტებთან დაკავშირება.
„ადამიანის შესახებ მონაცემების შესაგროვებლად თავდამსხმელებსა და მავნებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ჯაშუშური ან სტალკერული პროგრამული უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი არის კომერციული სათვალთვალო პროგრამები. ჩვეულებრივ, მათ იყენებენ ისინი, ვინც ახლოდან იცნობს მსხვერპლს – ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის დასაყენებლად, საჭიროა სმარტფონზე პირდაპირი წვდომა. სხვათა შორის, 2022 წელს, ჩვენმა გადაწყვეტილებებმა დააფიქსირეს თითქმის 55000 თავდასხმა რუს მომხმარებლებზე სტალკერიული აპლიკაციების გამოყენებით“, – განმარტავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ვიქტორ ჩებიშევი.
„კასპერსკის ლაბორატორია“ განმარტავს, რომ თუ ჯაშუშობა ხორციელდება სტალკერის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, შეგიძლიათ სცადოთ მისი აღმოჩენა თავად. ამისათვის Android-ზე უნდა შეამოწმოთ აპლიკაციების ნებართვები. როგორც წესი, სტალკერის პროგრამები იყენებენ კამერას, მიკროფონზე წვდომას და გეოლოკაციას, ასევე AccessibilityService-ს და აქვთ ადმინისტრატორის უფლებები მოწყობილობაზე. თუ ადამიანმა აღმოაჩინა სტალკერი ან ჯაშუშური პროგრამა თავის მოწყობილობაზე, არ არის რეკომენდებული მისი დაუყოვნებლივ წაშლა – მეთვალყურეობის ინიციატორი ამის შესახებ საკმაოდ სწრაფად შეიტყობს და ის შედეგები, რომელიც ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს გაურკვეველია.