Visa გადახდის ინოვაციური საშუალებებით წარდგება 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე კატარში™

  •  5300-ზე მეტი უკონტაქტო გადახდის ტერმინალის საშუალებით 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე კატარში™  ყველაზე მეტი უკონტაქტო გადახდის განხორციელება იქნება შესაძლებელი FIFA-ს ტურნირების ისტორიაში.  
  •  Visa გეგმავს გადახდის ინოვაციების საპილოტე ფორმატში გაშვებას, მათ შორის იქნება მყისიერად გაცემული წინასწარი გადახდის ბარათები ანიმაციური გამოსახულებით და სახის ბიომეტრიული პარამეტრების საშუალებით გადახდები.

თბილისი, საქართველო – 2022 წლის 22 ნოემბერი  – მაშინ როდესაც მსოფლიო 2022 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას ელოდება კატარში, Visa-მ (NYSE: V), რომელიც FIFA-ს ოფიციალური პარტნიორია გადახდების ტექნოლოგიის დარგში,  უკონტაქტო შესყიდვების განხორციელების საშუალებას იძლევა ღონისძიების ყველა ოფიციალურ ლოკაციაზე, მათ შორის რვა სტადიონსა და FIFA-ს გულშემატკივართა ფესტივალზე (FIFA Fan Festival™). სავარაუდოდ, მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჩავა კატარში ჩემპიონატზე დასასწრებად, ამიტომ Visa-მ დანერგა 5300 უკონტაქტო  გადახდის ტერმინალი FIFA-ს ოფიციალურ ლოკაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ყველაზე მეტი უკონტაქტო გადახდის განხორციელებას FIFA-ს ტურნირების ისტორიაში. ღონისძიების ფარგლებში, Visa  გულშემატკივრებს, მარტივ და უსაფრთხო ციფრულ საშუალებებზე წვდომისთვის, შესთავაზებს ინოვაციური გადახდის მეთოდებს. 

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში™ Visa-ს შესაძლებლობას აძლევს გლობალური მასშტაბით წარადგინოს და გამოცადოს ახალი ტექნოლოგიები, გააუმჯობესოს გულშემატკივართა გამოცდილება და დატოვოს დაუვიწყარი შთაბეჭდილება მასპინძელ ქვეყანაზე. Visa კატარში ციფრული გადახდის გადაწყვეტებს ჩაიტანს, მათ შორის რამდენიმე საპილოტე პროექტს მომავლისთვის დაგეგმილი გადახდების მეთოდების შესახებ.

  • გადაიხადეთ თქვენი სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მეშვეობით: სახის ამოცნობის ტექნოლოგია,  პირველად იქნება გამოყენებული გადახდებისთვის კატარში, კატარის ეროვნული ბანკისა (QNB) და POP ID-ის თანამშრომლობის შედეგად, რომელსაც Visa მხარს უჭერს ტოკენიზაციის ტექნოლოგიის ინტეგრაციით.  აღნიშნული გადაწყვეტა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაადასტურონ გადახდები მხოლოდ მათი სახის გამოყენებით, ფიზიკური ბარათის ან მობილური ტელეფონის გარეშე, პირველადი ჩარიცხვის შემდეგ. ეს ტექნოლოგია საპილოტედ Flat White Specialty Coffee-ის სამ ფილიალში გაეშვება.
  • ბარათის ვიზუალიზაცია ანიმაციური გამოსახულებით: მომხმარებლების მიერ სერვისების მყისიერად მიღების კვალდაკვალ, Visa გეგმავს საპილოტე ციფრული ბარათების გაცემას ბარათის მფლობელების შეზღუდული რაოდენობისთვის დოჰაში. QR კოდის სკანირების შემდეგ, ციფრული წინასწარი გადახდის ბარათი მყისიერად გაიცემა და შეიძლება დაემატოს მობილურ საფულეს. ციფრულ ბარათს ექნება ანიმაციური გამოსახულება ოფიციალური სიმბოლოთი La’eeb, რომელიც ასახავს მომავალს, რომელშიც მომხმარებლებს შეეძლებათ უფრო მეტი პერსონალიზაციის შეტანა და ციფრული ანიმაციური გამოსახულების დამატება თავიანთ Visa ბარათებში.
  • გადახდების მიღება გამარტივდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: კატარის სამ ბანკთან პარტნიორობით, Visa-ს მობილურით გადახდის (Visa Tap to Phone) ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია კატარში სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც სურთ დააჩქარონ ციფრული გადახდების მიღების შესაძლებლობა ტურისტების მოსალოდნელი ნაკადის დაწყებამდე. Visa-ს საშუალებით მობილურით უკონტაქტოდ გადახდა მოვაჭრეებს უადვილებს მათ მფლობელობაში არსებული Android NFC ჩართული მოწყობილობების გამოყენებას უკონტაქტო გადახდების მისაღებად, უბრალოდ, აპლიკაციის ჩამოტვირთვით.
  • უკონტაქტო გადახდა დოჰაში გასასეირნებლად: საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის™ დროს შეუფერხებლად მოძრაობა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და Visa კატარის ტრანსპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, ტაქსებში უკონტაქტო გადახდის მიღების საშუალებას იძლევა, რათა გულშემატკივრებსა და კატარის მაცხოვრებლებს შეეძლოთ მგზავრობის საფასურის გადახდა Visa-ს ბარათით ან სმარტფონით, რაც დოჰაში ან მის გარშემო მათი მოგზაურობის საფასურის გადახდას უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის.

მიმდინარე თვის დასაწყისში, Visa-მ წარმოადგინა „Visa Masters of Movement“, პირველი ჰიბრიდული სერვისი FIFA-ს გულშემატკივრების ფესტივალის™ ინტერაქციულ მოედანზე, სადაც გულშემატკივრებს შეეძლებათ ციფრული გამოსახულების შექმნა საკუთარი ხელმოწერით. შერჩეულ გულშემატკივრებს კი შესაძლებლობა ექნებათ ეს ციფრული გამოსახულება საკუთარ შეუცვლელ სიმბოლოზე (NFT) Crypto.com-თან პარტნიორობით დაბეჭდონ.

დოქტორმა საიდა ჯაფარმა, Visa-ს უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) რეგიონულმა მენეჯერმა აღნიშნა: „როგორც FIFA-ს დიდი ხნის პარტნიორს, Visa-ს სურს ფეხბურთის გულშემატკივრებს კატარში გადახდის საუკეთესო საშუალება შესთავაზოს, და ამავე დროს წარმოადგინოს საინტერესო სიახლეები, როგორიცაა ხელოვნების, ფეხბურთის და ტექნოლოგიების შერწყმა Visa’s Masters of Movement-ის ადგილზე. ათასობით უკონტაქტო გადახდის ტერმინალით, 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი კატარში™ გვპირდება დაუვიწყარ ტურნირს,  სადაც FIFA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი გადახდის მეთოდი ექნება მილიონზე მეტ გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის ყურებით სიამოვნების მისაღებად ჩამოდიან.“

Visa 2007 წლიდან FIFA-ს ოფიციალური პარტნიორია გადახდის ტექნოლოგიების სფეროში. როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ფეხბურთის გლობალური მხარდამჭერი, Visa მიზნად ისახავს გამოცდილების შეთავაზებას, რომელიც ადამიანებს უფრო დააახლოებს ღონისძიებასთან, იქნება ეს კატარში ერთი მილიონი ადამიანი, თუ ხუთი მილიარდი მაყურებელი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით თვალს ადევნებს  ჩემპიონატს. გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს გადახდების ინოვაციებს FIFA-ს ოფიციალურ ლოკაციებზე, Visa-ს გუნდი სპორტის მეშვეობით  ცხოვრების ამაღლების გზებს ისეთი პროგრამების საშუალებით ეძებს, როგორიცაა ვიდეო თამაში –  Financial Football (ფინანსური ფეხბურთი), რომელიც გართობასა და საგანმანათლებლო ნაწილს აერთიანებს ვირტუალურ საფეხბურთო ტურნირში.

დამატებითი ინფორმაციისთვის Visa-ს საქმიანობის შესახებ 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე კატარში™, ეწვიეთ ვებგვერდს: Visa.com.   

###

Visa-ს შესახებ:

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *