სალონური საუბრები „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ – ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა

ახალი მინიალბომი ”Recovery” მუსიკო გოგი გუნიასგან მათთვის, რომელთაც ცხოვრების იმედი არ დაუკარგავთ

17 დეკემბერს, 16:00 საათზე  „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  არტთერაპიის საღამო გაიმართება თემაზე: ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც  21- საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა

“ცხოვრების მაღალი ტემპი, ნეგატიური ინფორმაციის შედეგად მიღებული სტრესი საფრთხეს უქმნის ჩვენს ფსიქიკას და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასზე ზრუნვა.ხელოვნებას დიდი როლი უჭირავს ფსიქიკურ პრობლემების გადალახვაში. არტთერაპია ხელოვნების საშუალებით საკუთარი განცდების გამოხატვაა.“ – აღნიშნავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე და მიაჩნია, რომ ანალოგიური სალონური საუბრები დღეს არსებულ ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას საბოლოოდ სტრესის დაძლევასა და უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

შეხვედრაზე ხელოვნების ორ მიმართულებაზე, მუსიკასა და მხატვრობაზე გავაკეთებთ აქცენტი. არტთერაპევტი, ნეიროგრაფიკის სპეციალისტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი ნინო ჩუბინიძე ნეიროგრაფიკის 2 საათიან მასტერკლასს გაუძღვება. ნეიროგრაფიკა ეს არის ფსიქოკონსულტირებისა და ქოუჩინგის არტთერაპიული მეთოდი. მიდგომა ადამიანებს ეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, სტრესისგან განთავისუფლებასა და ენერგიის ტრანსფორმირებაში სასურველი მიმართულებით.

საღამოს, მუსიკოსი გოგი გუნია წარადგენს ახალ მინიალბომს „Recovery”. მასში შესული ტრეკები და ემოციები ეძღვნება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მუსიკოსმა თავად გამოსცადა აღნიშნული პრობლემა რამდენიმე წლის წინ.

„დრო ძალიან აჩქარდა და იმისათვის რომ ცხოვრების ნორმალური სტანდარტი და ბედნიერების განცდა შეინარჩუნო, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება, ვიდრე ადრე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს ემატება გამორკვევის აუცილებლობა სხვადასხვა იდეოლოგიებთან, გენდერულ იდენტობებთან, ომებთან და ა.შ. ნათელი გონება დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერება არჩევანია მაშინ, როდესაც ადამიანი არის იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლია არჩევანის გაკეთება. ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური ფსიქიკური პრობლემები, და ამ დროს ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემების მქონე ადამიანი და მისი ახლობლები იმედს კარგავენ, რადგან გავრცელებული სტერეოტიპით პრობლემური მენტალური მდგომარეობა სამუდამოა. ზოგ მდგომარეობას ადამიანი ფიზიკურ თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ზოგიერთს კი სულიერ თვითმკვლელობამდე. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემების მქონე ადამიანი და მისი ახლობლები იმედს კარგავენ, რადგან გავრცელებული სტერეოტიპით პრობლემური მენტალური მდგომარეობა სამუდამოა,“ – ფსიქიკური პრობელემებისგან გამოწვეულ ემოციებსა და შედეგებზე საუბრობს მუსიკოსი გოგი გუნია.

მუსიკოსს მშვენივრად ესმის, რომ ამ სიტყვებს შეიძლება არ ჰქონდეს ახლა მნიშვნელობა ყველაფერში ნდობა დაკარგული და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანისთვის, მაგრამ ამ განცხადებით სურს აამაღლოს ცნობიერება საზოგადოების იმ ვიწრო წრეში, სწორედ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ახლა საკუთარ დემონებს ებრძვიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის, მეგობრების და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომაა. მუსიკოსს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ  ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმედის დაკარგვა და დანებება. და სწორედ ალბომი ”Recovery” მათ ეძღვნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *