საშობაო ზღაპარი მწვანე გარემოში – „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ პატარებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს
ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დარჩა და ათვლაც დაიწყო. მანამდე კი, საშობაო განწყობის შესაქმნელად ჯადოსნურ გარემოში ბაზალეთის ტბასთან, სიდრის კლუბში გელოდებით.
25 დეკემბერს, 15:00-17:00 საათამდე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ თქვენი პატარებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად ულამაზესი დეკორაციებისა და გარემოს თანხლებით, წარმოგიდგენთ სპეციალურ საბავშვო პროგრამას, როგორიცაა შეხვედრა თოვლის ბაბუასთან, ანიმატორების წარმოდგენა გასართობი პროგრამით, საშობაო ხელნაკეთი დეკორაციების მასტერკლასი.
ვიდრე ბავშვები გაერთობიან, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ ცხელი სიდრითა და მრავალფეროვანი უგემრიელესი, ორგანული პროდუქტებით დამზადებული კერძებით.
„საახალწლო გარემოსთან ერთად, აქ მოსულ მშობლებს და პატარებს სასარგებლო გარემოც დახვდებათ. მზის პანელები, ქარის სადგური, ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგია – ეს იმ რესურსდამზოგავი მეთოდების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენ ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი და სწორედ, აქ მოსული პატარები, მშობლებთან ერთად ამის შესახებ ადგილზე შეიტყობენ. „სიდრის კლუბში ბაზალეთზე“ შესაძლებელია დააგემოვნოთ ორგანული პროდუქტებით დამზადებულ უგემრიელესი კერძები და ალკოჰოლური ან არაალკოჰოლური სასმელი. აქ ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის საყვარელ, გამორჩეულ ნუგბარს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს სტუმრებს თავისი ოთხფეხა მეგობრების წამოყვანაც შეიუძლიათ, რადგან ჩვენი სივრცე მიესალმება ძაღლებთან ერთად სტუმრობას და კეთილმოწყობილია მათთვისაც– აღნიშნავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
25 დეკემბერს, გასართობი პროგრამის ღირებულება ერთი ბავშვისთვის 20 ლარია. ღირებულებაში შედის გასართობი პროგრამა და სიმბოლური საჩუქრები. მშობლებს კი უგემრიელესი ცხელი სიდრით გაუმასპინძლდებიან. დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე + 995 599 14 24 11
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:https://www.facebook.com/Ciderclubbazaleti “სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული