ყაზახეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

თბილისი, 2023 წლის 16 იანვარი – საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალიკ მურზალინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს.

ა.ხვთისიაშვილმა ყაზახ დიპლომატს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა მის საქმიანობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების სასიკეთოდ. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყაზახეთთან თანამშრომლობის გააქტიურებით როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.

თავის მხრივ, ელჩმა გამოხატა მზადყოფნა გამოიყენოს ყველა შესაძლო ძალისხმევა ყაზახეთ-ქართული დღის წესრიგის გასაფართოვებლად, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ურთიერთქმედების გააქტიურების ნაწილში.

დიპლომატებმა განიხილეს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე ჰუმანიტარული და კულტურული პროექტები. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროგრესული განვითარება, ასევე სატრანსპორტო და სატრანზიტო თანამშრომლობის გააქტიურება.

ელჩმა თანამოსაუბრეს გააცნო ყაზახეთის შიდა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნები, ასევე საგარეო პოლიტიკური ინიციატივები.

მხარეებმა გამოხატეს რწმენა, რომ ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები ყაზახეთში აღადგენს ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებს ყველა ორმხრივად მომგებიანი მიმართულებით.

?

.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *