ყაზახეთის ელჩი საქართველოში დიპლომატიური კორპუსის დუაიენს შეხვდა
თბილისი, 2023 წლის 25 იანვარი – გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის 🇰🇿 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში 🇬🇪 მალიკ მურზალინისა და თბილისში დიპლომატიური კორპუსის დუაიენის, წმინდა საყდრის 🇻🇦 ელჩის, მის აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკურს შორის.
მხარეებმა გაცვალეს აზრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის გეგმებსა და ინიციატივებზე.
ელჩმა მ.მურზალინმა თავის კოლეგას დეტალურად გააცნო ყაზახეთში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, ასევე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების VII კონგრესის შედეგები, რომელიც 2022 წლის 14-15 სექტემბერს ასტანაში გაიმართა.
დუაიენმა ყაზახეთის ელჩს მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.