თბილისში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით სასტუმრო გაიხსნა
31 იანვარს, საქართველოს დედაქალაქში, ყაზახურ-ქართული კერძო კაპიტალის მონაწილეობით, სასტუმრო „Holiday Inn Express Tbilisi Avlabari“-ის გახსნის ცერემონია გაიმართა.თავის მისასალმებელ სიტყვაში ყაზახეთის ელჩმა საქართველოში მალიკ მურზალინმა აღნიშნა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის დამყარებულია ძლიერი მეგობრული კავშირები, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები, მჭიდრო კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა.ამის ნათელი დასტურია სასტუმრო “HolidayInn Express”-ის გახსნა, რომელიც წარმოადგენს ორი ქვეყნის ინვესტორების თანამშრომლობის კარგ მაგალითს.ელჩმა მადლობა გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ყაზახი ინვესტორებისა და მეწარმეებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახალი ობიექტი ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების კიდევ ერთი სიმბოლო გახდება.