გააცანით და შეაყვარეთ პატარებს ახალი ნაწარმოების გმირები – წიგნის კითხვის დღე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“

4 თებერვალი,  „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ საბავშვო წიგნის კითხვის დღეა.  ამ დღეს კლუბში  მისულ  პატარებს სპეციალურად მათთვის მოწვეული მწერალი და ილუსტრატორი ლელა ცუცქირიძე დევიდ ლიამსის სახალისო წიგნცუდი მამაწარუდგენს. დევიდ უოლიამსის ეს მხიარული, ალაგალაგ კი სევდიანი წიგნი გიამბობთ მამაშვილზე, რომელიც უდრტვინველად უძლებს გაჭირვებას, ოღონდ კი ერთად იყვნენ. წიგნი განკუთვნილია 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ღონისძიებაზე მოსული თითოეული სტუმარი საჩუქრად წიგნის ერთ ეგზემპლიარს მიიღებს.

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საღამოები. ვზრუნავთ ადამიანების მათ შორის, პატარების განწყობაზე. ვცდილობთ მათ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემო შევუქმნათ.  4 თებერვალი „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ წიგნის კითხვის დღედ გამოვაცხადეთ, სპეციალურად მოვიწვიეთ სტუმარი, რომელიც ჩვენთან მოსულ პატარებს გააცნობს საინტერესო მწერალსა და მის ნაწარმოებს, ვფიქრობ სახალისო იქნება და კმაყოფილები დარჩებიან. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის თუ ავტორთა პოპულარიზაციისთვის, განსაკუთრებით ამ დროში, როცა წიგნის მიმართ ნაკლები ინტერესია,– განმარტავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

დევიდ უილიამსის წიგნი “ცუდი მამა” სათაურიდანვე გარკვეულ ინტრიგას აჩენს, რატომ აირჩია მსოფლიო ბესტსელერების ავტორმა ეს სათაური, იქნებ იმიტომ, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს მკითხველებში,  მართლა ცუდ მამაზეა წიგნი თუ პირიქით, კარგ მამაზე, ეს წიგნის წაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. წიგნი ძალიან  საინტერესოა არა მარტო შინაარსით, არამედ დიზაინითაც და დასურათებულია  უხვი, გრაფიკული ილუსტრაციებით. “ცუდი მამა” მარტივი, სახალისო ენითაა დაწერილი და ერატი ამოწუნთქვით იკითხება, რაც მნიშვნელოვანია საბავშვო ლიტერატურაში. რას გვასწავლის წიგნი? მარადიულ ღირებულებებს- თანადგომას, სიყვარულს და მეგბრობას, განსაკუთრებით, ოჯახის წევრებს შორის. ასე რომ ყველას ვურჩევ მის წაკითხვას – როგორც მოზარდებს, ასევე უფროსებს. წიგნის კითხვა და ზოგადად, წიგნიერება აუცილებელია მოზარდებისთვის, მათი თვალსაწიერის გაფართოებისთვის, ფანტაზიის, კოგნიტური და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ასეთი ღონისძიებები კი, რომელიც დწტვირთული იქნება სახალისო და საინტერეეო აქტივობებით, წიგნის მიმართ ინტერესს დააბრუნებს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერსო და სახალისო შეხვედრა იქნება, ომელსაც აუცილებლად ექნება უკუკავშირი ბავშვებისგან,“ – აღნიშნავს ლელა ცუცქირიძე.

მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  ამით არ დასრულდება, წიგნის კითხვის შემდეგ პატარებს ელოდებათ სამაგიდო თამაშები. მშობლები კი შეძლებენ სიდრის კლუბის მყუდრო გარემოში ისიამოვნონ შუშხუნა სიდრითა და მრავალფეროვანი, ორგანული პროდუქტებით დამზადებული კერძებით. საღამოს კი,  დიჯეი და პროდიუსერი GogiGunia  ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება ერთი ბავშვისთვის – 15 ლარი.

გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე + 995 599 14 24 11

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწამოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *