საქართველოში ყაზახეთის ელჩის ბათუმის მერთან შეხვედრის შესახებ
2023 წლის 3 თებერვალი – ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი მალიკ მურზალინი სამუშაო ვიზიტის დროს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს შეხვდა.მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გააქტიურების ინტერესი ვაჭრობის, ეკონომიკის, საინვესტიციო, ტურიზმის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ამას ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების და ყაზახეთის საპატიო საკონსულოს არსებობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.ელჩმა მ.მურზალინმა გამოხატა ყაზახეთის მზადყოფნა განავითაროს თანამშრომლობა აჭარასთან ყველა ურთიერთსასარგებლო მიმართულებით. კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განმტკიცების მიზნით, შემოთავაზებულ იქნა სადღესასწაულო ღონისძიების – ნაურიზის ქალაქ ბათუმში ჩატარება, სადაც ჩვენი თანამემამულეების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს. ქართულმა მხარემ დადებითად მიიღო აღნიშნული ინიციატივა და დაადასტურა ყოვლისმომცველი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.