კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ



კონკურსის  რიგით მეთერთმეტე „ევროკავშირისპრიზიჟურნალისტიკაში 2022’’ დაჯილდოების ცერემონიალი 2023 წლის 3 თებერვალს გაიმართა.


საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 7 საპრიზო კატეგორიაში 2022 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები  დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. ხოლო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა – ტიბორ კოზმამ გამოავლინა.  

საქართველოშიევროკავშირისელჩმაპაველ ჰერჩინსკიმხაზიგაუსვაევროკავშირისპრიზისმნიშვნელობას:პირველად მომეცა შესაძლებლობა,ვუმასპინძლომნიშვნელოვანი და ღირებული კონკურსის „ევროკავშირისპრიზი ჟურნალისტიკაში“ დაჯილდოების ცერემონიას.ნება მომეცით, დავიწყო იმით, თუ რამხელა პატივია ეს ჩემთვის, როგორც  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის.

მევთქვი, რომ ჩვენთვის ეს ცერემონია ღირებულია, ვინაიდან ჩვენ კონკურსებს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად ათ წელზე მეტი ხანია ვატარებთ. 

კოვიდისა და ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის წარმოების პირობებში ჩვენ ინფორმაციაზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულები გავხდით.

მაგრამ, ვის უნდა ვენდოთ? ეს არის მთავარი კითხვა სამყაროში, რომელიც დეზინფორმაციის, ცრუ ინფორმაციის, მანიპულაციის, პოლარიზაციის, სიძულვილის ენისა და სხვა მანკიერებების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ჩემი აზრით, საფუძვლებს უნდა დავუბრუნდეთ, რადგან სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია – უნდა ვენდოთ ეთიკასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებულ ჟურნალისტიკას, რადგან სწორედ ისაა მაღალი ხარისხის ჟურალისტიკა. ხარისხიანი ჟურნალისტიკის აღიარება და დაფასება კი ევროკავშირის პრიზის არსსა და მიზანს წარმოადგენს.

ასევე, მინდა ამ თხოვნით მოგმართოთ ყველა თქვენგანს, რადგან წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და გასულ წელს ევროპული პერსპექტივა მოიპოვა. საქართველოს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფაა. წელს მთავარი გამოწვევა იქნება ადამიანების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი გაფართოების პროცესის შესახებ, იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს და რას ეხება ის. ამისათვის კი გვჭირდება პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსახლეობას ზედმიწევნით ზუსტად მიაწვდიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კარგად ესმოდეს ეს პროცესი და მას არასწორი წარმოდგენა არ შეექმნას. ამ საქმეში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.

დავუბრუნდეთ ევროკავშირის პრიზს ჟურნალისტიკაში:თერთმეტიწლისწინ ვერ ვიფიქრებდით, რომ კონკურსი ასეთი აქტუალური გახდებოდა. კონკურსი სამი კატეგორიით დავიწყეთ. ვინაიდან ჩვენ ვცდილობდით ფეხი აგვეწყო განვითარებადი მულტიმედია პლატფორმებისა და ინოვაციური პროდუქტებისთვის, კატეგორიების რაოდენობა გავზარდეთ.

შარშანდავამატეთ კიდევ ერთი კატეგორია – საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი ბეჭდურ, ელექტრონულ და სამაუწყებლო მედიაში. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გვსურს ხელი შეუწყოთ ხარისხის ამაღლებას ჟურნალისტების ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის.  
ის, რაც ფინალისტების ნამუშევრებს გამოარჩევს, არის თემისშერჩევადამისიწარმოჩენისრაკურსი,რაცმათ დიდ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ, რადგან გვაძლევენ შესაძლებლობას წავიკითხოთ, ვუყუროთ და მოვისმინოთ ზუსტი, სიღრმისეული ისტორიები და კარგად გააზრებული შეხედულებები. და ვნახოთ მათ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ.

ის ადამიანებირომლებმაცდიდი ყურადღებითწაიკითხეს დანახესყველანამუშევარი,არიანჟიურისწევრებირომლებსაცმადლობა მინდა გადავუხადო. ვფიქრობ, რომ ნამუშევრების მაღალი ხარისხის გამო, თქვენ ბევრი იკამათეთ საუკეთესოს შესარჩევად. 

დაბოლოს, ნებამომეცით,მადლობაგადავუხადოყველა ფინალისტსა დაგამარჯვებულს. თქვენ, პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის საშუალებით, ცუდ ჟურნალისტიკასთან ბრძოლაში გვეხმარებით – ეს არის ერთადერთი გზა ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გამოყენებით ჩვენი შეცდომაში შეყვანისა და დაბნევის მცდელობების ერთობლივი ძალით დასამარცხებლად”.

ევროკავშირისსადამკვირვებლომისიისხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – ტიბორ კოზმა: ამა წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი სრულდება. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ ყველანი, ტკივილისა და მწუხარების განცდით, ადამიანების ტანჯვის, დაღუპვისა და მილიონობით ადამიანის გადასახლების მოწმენი გავხდით. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგაც ამ არაპროვოცირებულ ომს დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს.
მაღალიხარისხისჟურნალისტიკისმნიშვნელობაშეიარაღებულიკონფლიქტების დროსალბათუფროდიდიავიდრემშვიდობიან პერიოდში. სიტყვა, რომელიც უპასუხისმგებლოდ ან იარაღის სახით გამიზნულად გამოიყენება, შეიძლება ისეთივე დამაზიანებელი იყოს, როგორიც ტყვია. სიტყვას შეუძლია სიძულვილის გაღვივება და მოკვლა. ეს ფაქტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სიძულვილის ენის, დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გაძლიერებულმა გავრცელებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა.

მაგრამ,როგორცსაქართველომ საკუთარი ახლოწარსულიდან კარგად იცისმაღალი პროფესიულიდაეთიკური სტანდარტების მქონეჟურნალისტიკა შეიარაღებულიკონფლიქტებისდასრულებისშემდეგაცაუცილებელია. როდესაც ჟურნალისტები ყვებიან ისეთ ამბებს, რომლებიც გაყოფილ საზოგადოებებს აერთიანებს, მათ თანდათანობით ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებაც შეუძლიათ. ვინაიდან სიტყვას ჭრილობების მოშუშების ძალაც აქვს. მე მწამს, რომ მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკას შესწევს ძალა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის დიდი პატივია, გამარჯვებულს გადავცე სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზი  და თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს ჟურნალისტების პროფესიული მიღწევები. იმ ადგილობრივი ჟურნალისტების დაფასება, რომელთა დამოუკიდებელმა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიურმა ჟურნალისტურმა ნამუშევრებმა ხელი შეუწყეს ნდობის აღდგენას, ჩვენი მისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. უკვე მეათე წელია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჟურნალისტებს ამ პრიზს გადასცემს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ მათ ამ სფეროში მოღვაწეობას.

ახლანებამომეცითმადლობაგადავუხადოყველასვინცმონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიების ჩატარებაში: ჟურნალისტებს – რთული პროფესიისადმი ერთგულებისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას – ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსის ორგანიზებისთვის, და აგრეთვე „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს“, ჩვენს პარტნიორს – სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებისთვის.

დიდი მადლობა. მოხარული ვართ, რომ დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავთ“.

ევროკავშირისპრიზიჟურნალისტიკაში“ 2022 წლისკონკურსისგამარჯვებულები და ფინალისტები არიან:

• საუკეთესოსტატიაბეჭდურანელექტრონულმედიაში:
გამარჯვებული: ნინო ნარიმანიშვილი (ჯემნიუსი)
ფინალისტები: ხატია ხასაია(ონლაინ გამოცემა Sova.News), ნინო თარხნიშვილი(რადიო თავისუფლება) 

საუკეთესოსიუჟეტისამაუწყებლოანელექტრონულმედიაში
გამარჯვებული: ანი არველაძე (გადაცემა „დროება“, ტელეკომპანია ფორმულა)
ფინალისტები: სოფიკო ვასაძე (რადიო თავისუფლება), ვიკა ბუკია (ჯემნიუსი)

საუკეთესოსაგამოძიებოსტატიაანსიუჟეტიბეჭდურელექტრონულანსამაუწყებლომედიაში
გამარჯვებული: ნინო რამიშვილი (სტუდია მონიტორი)
ფინალისტები: მარიკა დუდუნია (თავისუფლების მონიტორი), თამარ გელაშვილი (თავისუფლების მონიტორი)

აუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
გამარჯვებული: ბესიკ პაპასქუა (ინდიგო)
ფინალისტები: ჯიმშერ რეხვიაშვილი (რადიო თავისუფლება), ხატია თორდუა (NEXT.On.ge)

საუკეთესოორიგინალურიდაინოვაციურინაშრომიბეჭდურელექტრონულანსამაუწყებლომედიაში
გამარჯვებული: თორნიკე მეტრეველი (ინდიგო)
ფინალისტები: ნასტასია არაბული (რადიო თავისუფლება), სოფიო დათიშვილი (რადიო თავისუფლება)

•ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
გამარჯვებული:  დინა ოგანოვა (პროექტი 64)
ფინალისტები: მარიამ ნიკურაძე (OC Media), დათო ქორიძე (რადიო თავისუფლება)

საუკეთესოსტუდენტურინაშრომიბეჭდურსამაუწყებლოანონლაინმედიაში:
გამარჯვებული: ქრისტინე გოგალაძე (ინდიგო)
ფინალისტი: საბა ხითარიშვილი (ინდიგო)

ევროკავშირის სადამკვირვებლომისიის EUMM სპეციალურიპრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში
გამარჯვებული: ლელა კუნჭულია (რადიო თავისუფლება)
ფინალისტები: ლევან ურიდია( საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო), ნინო სამადაშვილი (ენერგონიუსი).

პირველ 7 კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.

გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ:  https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism/

ევროკავშირისპრიზიჟურნალისტიკაში 2022“-ისშესახებ :
წელს კონკურსში შემოვიდა 111 ჟურნალისტური (და ფოტო) ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 30 ნოემბრიდან,  2022 წლის 1  ნოემბრის ჩათვლით.

საკონკურსონაშრომებიგანიხილაოთხკაციანმაჟიურიმრომელიცშედგებოდაადგილობრივიდასაერთაშორისომედიისპროფესიონალებისგან:

მარგარიტა ანთიძე  – მარგარიტა 1988 წლიდან აშუქებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტს.  მას აქვს საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მუშაობის დიდი გამოცდილება, კონფლიქტების, მთავარი პოლიტიკური მოვლენების, ასევე კონფერენციებისა და  სამიტების გაშუქების ჩათვლით. მარგარიტა იყო Reuters-ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომის გაშუქებისთვის დააჯილდოვეს.

ეკატერინემაღალდაძე – არის “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტი 10 წლიანი გამოცდილებით, დაფუძნებული ვაშინგტონში. ის უძღვება ყოველკვირეულ გადაცემას, ასევე მუშაობს ციფრულ პლატფორმებზე, აშუქებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, დიასპორის საკითხებს და ა.შ. ამერიკის ხმაზე  მუშაობამდე ეკატერინე მუშაობდა დამოუკიდებელ მედიასაშუალება ,,ლიბერალში“ და აშუქებდა სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს – მათ შორისაა გარემო, ენერგეტიკა, კულტურული მემკვიდრეობა და ა.შ. ეკა ასევე არის GIPA – ს, ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლის კურსდამთავრებული, მუშაობდა რადიო GIPA-ს წამყვანად და პროდიუსერად.

გიორგილომსაძე არის კორესპონდენტი ნიუ-იორკში დაფუძნებული გამოცემისა, EurasiaNet, რომელიც სპეციალიზირებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გაშუქებაზე. მას აქვს ახალი ამბების გაშუქების 15 წლიანი გამოცდილება სამხრეთ კავკასიიდან და არა მარტო. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ დიდ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა- Wall Street Journal, NPR და Guardian.

ნესტანნიჟარაძე საქართველოში პირველი საერთაშორისო, ყოველწლიური ,,თბილისის ფოტოფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი (2010 წლიდან) .  ასევე, 2019 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი ,,თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის“, რომელიც მთლიანად ეძღვნება თანამედროვე ფოტოგრაფიას.  ორივე ეს პლატფორმა იყენებს ფოტოგრაფიას, როგორც მედიუმს სოციალური და კულტურული ცვლილებებისთვის საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ნიჟარაძის კურატორობით საერთაშორისო ფოტოგრაფების მრავალი გამოფენა ჩატარებულა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს უწყობს ვიზუალური არტისტების ხელშეწყობასა და გაძლიერებას როგორც რეგიონის მასშტაბით, ისე ქართული ფოტოგრაფიის მდიდარი ტრადიციების პოპულარიზებას.

ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *