ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი გაეცნო ყაზახური კომპანიების მუშაობას ბათუმში

ბათუმი, 2023 წლის 2 თებერვალი – ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი ბათუმის ნავთობტერმინალის და ბათუმის საზღვაო პორტის მუშაობას გაეცნო.
შეხვედრისას ყაზახეთის ეროვნული კომპანიების ხელმძღვანელებმა – ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალურმა დირექტორმა ფარჰატ ტაშიბაევმა და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა ულან ტლეუგალიმ ელჩს გააცნეს მიმდინარე პროექტები და პრობლემური საკითხები, ასევე აღნიშნული ობიექტების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
აცნობეს, რომ ყაზახური მხარე აჭარის ხელმძღვანელობასთან ერთად რკინიგზის სადგურიდან პორტის ნავმისადგომებამდე დამატებითი სარკინიგზო ხაზის გაყვანის საკითხზე მუშაობს.
ელჩი ასევე გაეცნო პორტის ინფრასტრუქტურას და ნავთობპროდუქტების შენახვის ობიექტებს. შეხვედრის დასასრულს მ.მურზალინმა კომპანიებს წარმატებები უსურვა თავიანთ საქმიანობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *