ირანში აღნიშნეს ისლამური რევოლუციის გამარჯვების 44–ე წლისთავი
შაბათს, ირანში გაიმართა მასობრივი მსვლელობა, რომელიც დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის გამარჯვების 44–ე წლისთავთან.
ირანში ისლამური რევოლუციის გამარჯვებისადმი მიღძღვნილ ცერემონიაზე მონაწილეობა მიიღო ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა.
200–ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი და ადგილობრივი მასმედიის 6500 წარმომადგენელი აშუქებდა ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ირანში გამოიყენება საკუთარი კალენდარი და ქვეყანაში აღნიშნული თარიღი არის 1401 წლის 22 ბახმანა. ყოველ წელს 22 ბახმანას (11 თებერვალს) ქვეყანაში აღნიშნავენ სახელმწიფო დღესასწაულს, – ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღეს, რომელიც გაიმართა 44 წლის წინ 1357 წელს (1979 წელს).
ამ დღეს ოფიციალურად დაეცა შახ მოჰამად რეზა ფეხლევის ხელისუფლება და მმართველი გახდა რუხოლლა ჰომეინი. ყოველწლიურად ამ დღეს იმართება დემონსტრაციები აზადის (თავისუფლების) კოშთან.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი მოვლენების ეპიცენტრიდან.