„გააზიარე შენი ფერები“ – 28 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს მეთოთხმეტედ შეუერთდა

თებერვლის ბოლოს, მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღნიშნავს.  დაავადებების ყურადღების  ეპიცენტრში მოხვედრის მიზნით, აღნიშნულ დღეს ათასობით ღონისძიება ტარდება, რომელიც უამრავ ადამიანს აწვდის ხმას და იპყრობს მედიის ყურადღებას. 2023 წლის  გზავნილია „გააზიარე შენი ფერები“.  ამ მოვლენას უკვე მეთოთხმეტე წელია საქართველოც უერთდება.

28 თებერვალს, 17:30 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“ (მის: 26 მაისის მოედანი) იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიღვინილი ღონისძიება გაიმართება, რომელიც  გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD)  მხარდაჭერით ეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდება.

ღონისძიებას დაესწრებიან ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია. შეხევდრაზე მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ იშვიათი დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებზე. ასევე, განხილული იქნება ისეთი  მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა, მართვის საკითხები, რა გაკეთდა, რას ველით და ა.შ

  • იშვიათი დაავადებების დღე მსოფლიოში და საქართველოში
    ჟანა ჩოხელი
    SCN2A საქართველოს ასოციაცია

  • ნერვკუნთოვანი იშვიათი დაავადებების მართვა 21-ე საუკუნეში
    პროფ. ნანა ტატიშვილი
    ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტი, მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
    დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი
  • პარტნიორობა იშვიათი დაავადებების მიმართულებით – მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები
    ნინო განუგრავა
    როშ ჯორჯია, სამედიცინო დირექტორი

  • იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა – ოპტიმიზაციაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამა
    პროფ. დოდო აგლაძე
    სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორული დიაგნოსტიკის ცენტრი
    პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

  • სისხლმბადი სისტემის იშვიათი ჰემატოლოგიური სიმსივნური დაავადებების თანამედროვე მენეჯმენტი
    პროფ. ნინო შარაშენიძე
    მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა
    თსსუ-ს ჰემატოლოგიის დეპარტამენტი

  • ჰიპოფოსფატაზიის წარმატებული კლინიკური მენეჯმენტის მიმოხილვა
    ასისტ. პროფ. თინათინ დავითაია
    ურო ნეფროლოგიის, რევმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტი,
    მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
    თსსუ-ს პედიატრიის დეპარტამენტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *