პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საერთო კონსენსუსი შედგა.