კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური რეფორმების როლი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის მაგალითზე“
🔷 11 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური რეფორმების როლი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის მაგალითზე“.🔶 ლექციას საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი, კანატ სეიტჟანოვი უძღვებოდა. დიპლომატმა ყაზახეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები მიმოიხილა, ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე განიხილა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები.🔷 შეხვედრის მეორე ნაწილი აქტიური ინტერაქციული რეჟიმით გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.🔶 საჯარო ლექცია ინგლისურ ენაზე წარიმართა, მოდერატორობას კი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია უწევდა.🔷 ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.