„ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ შეხვედრა „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან“
„ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ხელმძღვანელთან, გიორგი ჩერქეზიშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, გიორგი ჯახუტაშვილმა „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ხელმძღვანელს „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ საქმიანობა, მიმდინარე ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნო. „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ხელმძღვანელმა თავის მხრივ, “ინვესტორთა საბჭოს“ მიზნებსა და „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ფუნქციაზე ისაუბრა. მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.„ინვესტორთა საბჭოს სამდივნო“ საქართველოში არსებულ ყველა ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობს და მზად ვართ, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში გავაგრძელოთ თანამშრომლობა“,-განმარტავს „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი. „საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, შესაბამისად, აუცილებელია ინვესტიციების თითქმის ყველა მიმართულებით განხორციელება. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის კონტრიბუცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებობს უამრავი გაუმართავი სისტემა, რომელიც საჭიროა ინვესტიციების ეფექტურად მართვისთვის. მისასალმებელია, პრემიერთან არსებული ისეთი რეგულარული პლატფორმის არსებობა „ინვესტორთა საბჭოს“ სახით , რაც გაძლევს შესაძლებლობას მასთან ერთად იქნას განხილული გარკვეული სისტემური ცვლილებების საჭიროებები და პრობლემები. რაც გადაწყვეტილებების ეფექტურობას ამაღლებს. მოხარული ვარ ასეთი პლატფორმის არსებობის და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ყაზახეთი, რომელიც მოწინავეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ინვესტიციების განხორციელების მხრივ, მიმაჩნია, რომ ასეთი სახის საბჭოში ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელების გამოცდილების და არსებული პრობლემების დროულად გაზიარების მიზნით,“ – აღნიშნა „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა.ინვესტორთა საბჭოს შესახებინვესტორთა საბჭო წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგს ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორთა საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებსაქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით 2021 წლის 26 მარტს არაკომერციული ორგანიზაცია – ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. გაერთიანების მისიაა საქართველოსა და ყაზახეთში ეკონომიკური ზრდის და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების გზით. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს საქართველოსა და/ან ყაზახეთში მოქმედი ნებისმიერი ქართული ან უცხოური ბიზნეს კომპანია და კორპორაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ვინც ნაწილობრივ ან სრულად აწარმოებს ბიზნესს ამ ქვეყნებში ან უძღვება კულტურულ ღონისძიებებს.