„World Vision საქართველომ“ პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გახსნის ღონისძიება გამართა

16 მაისს World Vision საქართველომ გამართა პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გახსნის ღონისძიება, რომელიც COVID-19 პანდემიით დაზარალებული ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 🔸პროექტი World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 🔸ღონისძიება გახსნა ეკატერინე გურგენაძემ – „World Vision საქართველოს“ დირექტორმა, რის შემდეგაც სიტყვით წარდგნენ ალექსანდერ კარნერი – ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი და ნანა ქავთარაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ღონისძიებაზე გაიმართა პრეზენტაცია, სადაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს არსებული გამოწვევები და პროექტით გათვალისწინებული აქტივობები. პროექტი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე; ჯანმრთელობის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას და სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.🖇„COVID-19 პანდემიამ უამრავი პრობლემა გამოიწვია, თუმცა განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემას ქვეყანაში. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა საქართველოს საიმედო პარტნიორია; ჩვენ ასევე გაგვაჩნია საგანგებო ფონდი და აღნიშნული პროექტი სწორედ ამ ფონდის მიერ ფინანსდება, რათა დავეხმაროთ ქვეყანას სოციალური და ჯანმრთელობის სისტემის პრობლემების გადაწყვეტაში“, განაცხადა ალექსანდერ კარნერმა.🖇„პანდემია დასრულდა გლობალურად, თუმცა დაგვიტოვა მძიმე შედეგები, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახა ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემებზე. აღნიშნული პროექტი ემსახურება სწორედ ამ ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას. ნებისმიერი პანდემიისა თუ კრიზისის დროს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები ზარალდებიან, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სერვისების გაუმჯობესების პროცესში“, აღნიშნა ეკატერინე გურგენაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *