ყაზახი მეცნიერის წიგნები საქართველოში აბაის აუდიტორიას გადაეც
ყაზახეთის საელჩომ საქართველოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აკადემიკოს იერლან სიდიკოვის წიგნები გადასცა. ყაზახური ლიტერატურა აბაი კუნანბაიულის სახელობის სპეციალურ აუდიტორიაში შეინახება.
აღნიშნული კაბინეტი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაიხსნა დიდი ყაზახი პოეტის, მწერლისა და მოაზროვნის 175 წლის იუბილეს საპატივსაცემოდ. ხოლო ბიბლიოთეკა რეგულარულად ივსება ყაზახი ავტორებით და წიგნებით ყაზახეთზე.აბაის კაბინეტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ მადლობა გადაუხადა ყაზახურ მხარეს ძვირფასი საჩუქრისთვის: „ყაზახი ავტორის ნაშრომები დიდი პოეტისა და იმპროვიზატორის ჟამბილ ჟაბაევის შესახებ, რომელმაც საქართველოს მრავალი ლექსი მიუძღვნა და პირადად ესწრებოდა 1937 წელს შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის 750 წლის იუბილეს არ დატოვებს გულგრილს ქართველ მკითხველს“.პროფესორმა გამოხატა რწმენა, რომ ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, პოეტის შაკარიმის, ასევე ყაზახი საზოგადოებისა და სახელმწიფო მოღვაწის კუნანბაის – აბაის მამის და ბრწყინვალე მწერლის, პედაგოგისა და ენათმეცნიერის ახმეტ ბაიტურსინოვის წიგნები გაამდიდრებს ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.ბადრი ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტების მიერ ყაზახეთის ისტორიისა და ლიტერატურის გაცნობა ხელს უწყობს ყაზახეთისა და საქართველოს ხალხების დაახლოებას: მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას, კულტურისა და მემკვიდრეობის მიღებას.