ათი ქვეყნის მედიის წარმომადგენლები ჩინეთის ისტორიასა და კულტურას გაეცნენ
საერთაშორისო თანამშრომლობის მესამე სარტყელი და გზის ფორუმის წინა დღეს, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება, მოეწყო პრეს-ტური 10 ქვეყნის წამყვანი მედიის წარმომადგენლებისთვის.
ჟურნალისტების ვიზიტი შაანსის პროვინციაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და გაზეთი People’s Daily-ის ერთობლივად მოეწყო. დელეგაციის წევრები ასევე მიიღებენ მონაწილეობას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მედიის თანამშრომლობის ფორუ.
აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მედიის დელეგაციები, რომლებიც ჩინეთში სტუმრობდნენ, პირველად გაეცნენ შაანსის პროვინციის ისტორიას, კულტურას და ეკონომიკას.
ევრაზიის წამყვანი მედია სტრუქტურების ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ჩინეთის ცივილიზაციის უძველესი კვალი შემონახული ქალაქ სიანის ისტორიული ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეულ ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებებს. შემდეგ მედიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ, როგორც Belt and Road ინიციატივის ნაწილი ქალაქ ვეინანში, ტონგუანში და ბაოჯიში, შაანქსის პროვინციაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რეაგირება მოახდინა ჩსრ-ს თავმჯდომარის სი ძინპინის ინიციატივაზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომლის მიზანია ახალი სავაჭრო დერეფნების შექმნა და უკვე არსებული დერეფნების გაუმჯობესება.საქართველომ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და 2015 წელს ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ჩინურ მხარესთან, რომელმაც მისცა ახალი ბიძგი ჩინურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, და უკვე მოიტანა შედეგი, – გაფორმდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე საქართველოსა და ჩსრ-ს შორის. „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ – ასე შემოკლებით ეძახიან ორ ინციატივას: „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ (აგეს) და „21 საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა“, რომელიც წარმოდგენილი იქნა ჩსრ-ს თავმჯდომარის სი ძინპინის მიერ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთი აზიის ქვეყნებში ვიზიტების დრო. ინიციატივა შედგება ძირითადად ხუთი პუნქტისგან: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის ურთიერთკავშირი, უწყვეტი ვაჭრობა, კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა და ურთიერთობების გაძლიერება ქვეყნებს შორის. ოფიციალური მონაცემების თანახმად, „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ვრცელდება ევრაზიის დიდ ნაწილზე, და აერთიანებს განვითარებად ქვეყნებს, მათ შორისაა „ახალი ეკონომიკები“ და განვითარებულ ქვეყნებს. მეგაპროექტის ტერიტორიაზე ცხოვრობს მსოფლიოს დაახლოებით 63%, ხოლო სავარაუდო ეკონომიკური მასშტაბი შეადგენს 21 ტრლნ. აშშ დოლარს.