რესპუბლიკის დღის აღნიშვნის ფარგლებში თბილისში გაიხსნა გამოფენა „სამყაროს სურათი
ეროვნულ გალერეაში სახელოვნებო პროექტის – „THE WORLD PAINTING“ – პრეზენტაცია გაიმართადიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ყაზახეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება – საერთაშორისო სოციალური არტპროექტი „THE WORLD PAINTING“ (სამყაროს სურათი) – გაიმართა. პროექტის ფარგლებში 193 ქვეყნის 2050-მა წარმომადგენელმა შეიქმნა ერთი ფერწერული ტილო. საინტერესოა, რომ აღნიშნული პროექტი 2022 წლიდან მოგზაურობს მსოფლიოში და მისი პრეზენტაციები გაიმართა: ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში; პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში; ბარსელონაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. თბილისში ღონისძიება ყაზახეთის ელჩმა საქართველოში, მალიქ მურზალინმა გახსნა. პროექტის შექმნის ისტორიაზე კი ისაუბრა „სამყაროს სურათის“ ავტორმა დაუთ შაიხისლამოვმა. ნამუშევრის ხილვა შესაძლებელია ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 24 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.