ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დააფინანსებს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სპორტული სტადიონის რეაბილიტაციის
27 ნოემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი თბილისში გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შეხვდა.
ჩინეთის ელჩმა და გორის მერმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დააფინანსებს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სპორტული სტადიონის რეაბილიტაციის პროექტს.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა და ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთს სურს, ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საქართველოსა და ჩინეთის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გზით. ამ მხარდაჭერის პროექტით საელჩო იმედოვნებს, რომ საკუთარ წვლილს შეიტანს სახმრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლაში.