ევროკავშირი ხელს უწყობს რეგიონებში უნარების გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას
თბილისი. 1 დეკემბერი, 2023 წელი – ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიულ კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებას შერატონ გრანდ თბილისი, მეტეხი პალასში უმასპინძლა და საზოგადოებას სამწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო.
პროექტი, ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სამ რეგიონში განხორციელდა CSRDG-ის, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის მიერ და მიზნად ისახავდა გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში არსებული ადამიანური რესურსების განვითარებით, რეგიონების სოციალურ- ეკონომიკურ გაძლიერებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, დასაქმებისა და საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სამიზნე რეგიონებში უნარების გაძლიერებისა და დასაქმების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც სამიზნე რეგიონებში ჩატარებული დასაქმების ბაზრის კვლევაზე დაყრდნობითა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისებით, პროექტმა მოიცვა როგორც სამუშაოს მაძიებელი ზრდასრული მოსახლეობა, ასევე საჯარო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები.
“ახლახანს დავბრუნდი გურიიდან, სადაც შევხდი პროექტის განმახორციელებლებსა და ბენეფიციარ ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს. შეხვედრები მეტად ემოციური და შთამბეჭდავი იყო, პროექტმა უდაოდ დიდი სტიმული მისცა მათ იმუშაონ საკუთარ თავზე, განახორციელონ საინტერესო ინიციატივები და ამით გურიის რეგიონი გააძლიერონ. ეს პროეტის წარმატებაზე მეტყველებს”- განაცხადა ნინო (ნიკა) ყოჩიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ახალგაზრდობისა და კულტურის პროგრამის მენეჯერმა.
“სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას,“ – განაცხადა CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისა და არსებული გამოწვევების დაძლევისათვის
სხვადასხვა სექტორის ერთობლივი მუშაობა უმნიშვნელოვანესია.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
2020 წლიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს სამწლიან პროექტს – „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.პროექტის ფარგლებში ჩატარებული დასაქმების ბაზრის კვლევით, ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებები გამოიკვეთა და მათ ინტერესებზე მორგებული სერვისები მიეწოდათ:სამიზნე რეგიონებში შეიქმნა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი. ცენტრების ბაზაზე გადამზადდა კარიერული სერვისების მართვის კონსულტანტების გუნდი, შემუშავდა მიზნობრივი სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები. შეიქმნა სექტორთაშორისი პარტნიორთა ქსელი და რესურსები, დაინერგა ინოვაციური და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობები. ცენტრების მხარდაჭერით, დასაქმდა 300-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და 1500-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს გაეწია მათთვის საჭირო კომპლექსური მომსახურება.დაფინანსდა შრომითი ინტეგრაციის მიზნის მქონე 6 სოციალური საწარმო, რომელიც ბიზნეს მიდგომებით, თემში არსებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ გამოწვევას პასუხობს და ნაკლებად კონკურენტუნარიანი ადამიანების დასაქმებით, შრომის ბაზარზე მათ ინტეგრაციაზე ზრუნავს. სექტორთშორისი თანამშრომლობის ობის სტიმულირებისთვის მხარდაჭერილი ორი ბიზნესპროექტით კი ხელი შეეწყო დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნას, ხოლო დამატებით, როგორც მოწყვლადი ჯგუფების უცხო ენებში გადამზადებას, ასევე IT სპეციალისტების მომზადებასა და დასაქმებას. შედეგად, სამიზნე რეგიონებში 35 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.34 სკოლაში ამოქმედდა „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“, რომელიც 700-ზე მეტ მოზარდს აერთიანებს. არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბების მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების განსაზღვრას. სამეწარმეო განათლებისა და კარიერის მართვის სასკოლო პროცესში დანერგვის ხელშესაწყობად 2 სახელმძღვანელო შეიქმნა და 630-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა. იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიებში გამოვლინდა 150-ზე მეტი დამოუკიდებელი ინიციატივა და დაფინანსდა 23 მცირე საგრანტო პროექტი.5 პროფესიულ სასწავლებელთან წარიმართა თანამშრომლობა მათი ორგანიზაციული გაძლიერების მიზნით. შემუშავდა შრომის ბაზრის კვლევის მიზნობრივი ინსტრუმენტები და გადამზადდნენ კადრები, რაც პროფესიულ სასწავლებლებს მათ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების დამოუკიდებლად შეფასებისა და ახალი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, შეიქმნა 3 ახალი, მოკლევადიანი, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამა.პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ განხორციელების შედეგად, გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება 60-მდე ადამიანმა შეძლო, პროექტის სერვისებით კი 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა.