საქართველოში მაკდონალდსის რიგით 23-ე რესტორანი გაიხსნა
კომპანია „მაკდონალდს საქართველო “ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განგრძობს. ამჯერად, თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ერთი რესტორანი შეემატა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა და ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი დღე აჩუქა. ახალი მაკდონალდსი თბილისში რიგით მე-16, ხოლო საქართველოს მასშტაბით 23-ე რესტორანია. ახალ პროექტში კომპანიამ 5,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 80-მდე ადამიანი დაასაქმა.
შარტავას ქუჩის #4 ნომერში მდებარე მაკდონალდსის რესტორანი სტუმრებს 14 დეკემბრიდან უმასპინძლებს და ყოველდღე, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურება. ახალი სივრცე, სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
ახლადგახსნილ რესტორანში, მაკდონალდსთან ერთად, განთავსებულია უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი მაკკაფეც, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საუკეთესო ადგილია, სადაც სტუმრებს არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და უგემრიელესი დესერტების არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. ეს იქნება ადგილი, რომელიც მაკდონალდსის გულშემატკივრებს მოუყრის თავს და მათი საყვარელი მენიუებით გაუმასპინძლდება.
რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, მაკდონალდსის გულშემატკივრები და ერთგული მომხმარებლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობებიც მოეწყო. გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ რესტორნისთვის, აპლიკაციაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ განსაკუთრებული შეთავაზებით ესარგებლათ.
„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით, 1900-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
2023 წლის განმავლობაში, მაკდონალდსის რესტორნების ინვესტიცია ჯამში 9,8 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში „მაკდონალდს საქართველომ“, 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 188 მილიონ ლარს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით 2024 წელსაც რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას, მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასა და მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს.